შეიძლება თამამად ითქვას, რომ შაია ლებეფი პერფორმანს არტისტი უფროა, ვიდრე მსახიობი. მისი პროვოკაციული და სოციალური პროექტები სიახლე აღარავისთვისაა. მაგალითად, რამდენიმე თვის წინ მან ტრამპის საწინააღმდეგო პროექტი He Will not Divide Us დაიწყო.

ახლა კი მან ახალი პროექტი #ALONETOGETHER წამოიწყო, რომლის ფარგლებშიც, ის, ერთი თვის განმავლობაში ლაპლანდიაში იცხოვრებს. მასთან კომუნიკაცია ვიდეოჩეთის საშუალებით შეიძლება. თუმცა შაიასთან სასაუბროდ ჰელსინკიში ჩასვლა მოგიწევთ. მასთან გასაუბრება კიაზმას მუზეუმში მდებარე კოტეჯში დამონტაჟებული ვებ-კამერით შეგეძლებათ, ხოლო შაიას პასუხს sms-ით მიიღებთ.

ლებეფთან ერთად, ოღონდ სხვა ლოკაციებზე, პროექტში კიდევ ორი არტისტია ჩართული. ფინელი ნასტია რონკო და ბრიტანელი ლუკ ტერნერი.

ამ არტ-პროექტის მიზანი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება და იმის წარმოჩენაა, რომ მიუხედავად ფიზიკურად განმარტოებისა, ადამიანები მაინც ერთად არიან.