ალტე უნივერსიტეტში მობილობის მსურველთათვის 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემეტრისთვის მობილობის განაცხადების მიღება 28 იანვრიდან იწყება და 8 თებერვლამდე მიმდინარეობს.

"გადმოდი ალტე უნივერსიტეტში მუდმივი განვითარებისთვის!"

მობილობის განხორციელებისთვის საჭიროა:

  • დარეგისტრირდეთ ელექტრონულ პორტალზე - www.students.emis.ge;
  • გააკეთოთ ელ. განაცხადი მობილობაზე;
  • აირჩიოთ 085 — ალტე უნივერსიტეტი

2022 წლისთვის ალტე უნივერსიტეტს თქვენთვის განსაკუთრებული სიახლეები აქვს. პირველი და უმნიშვნელოვანესი კი "უნივერსიტეტის ფონდს" ეხება, რომლის მიზანიც ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და საგანმანათლებლო სივრცეში კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობაა. აღნიშნული ფონდი პირველ უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს ნებისმიერი საბაკალავრო პროგრამის სტუდენტსა და მობილობის მსურველ პირს — თუკი 2021-2022 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრის ბოლოს გექნებათ GPA 3.5 ან მეტი, სრულად დაგიფინანსდებათ 2022 წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასური.

დაფინანსების მომდევნო სემესტრებში მისაღებად, აუცილებელია მაღალი აკადემიური მოსწრების შენარჩუნება.

შეგახსენებთ, რომ ალტე უნივერსიტეტი ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში 20-წლიანი გამოცდილებისა და ისტორიის მქონე სრულად ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებელია, რომელიც 12 ქვეყნის 2 100 სტუდენტს აერთიანებს 4 სკოლაში, ესენია: ბიზნესის სკოლა, მედიცინის საერთაშორისო სკოლა, სამართლის სკოლა და ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა. ამჟამად, უნივერსიტეტი ახორციელებს 15-მდე აკადემიურ პროგრამას, როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო საფეხურებზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ვებგვერდს. კითხვების შემთხვევაში, შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა და წარმომადგენელი აუცილებლად დაგიკავშირდებათ.