ჩინეთი აცხადებს, რომ შექმნეს "მსოფლიოში ყველაზე დიდი ოთხფეხა ბიონიკური რობოტი", გიგანტური "მექანიკური არსება", რომელსაც 350 კილოგრამის 2 კილომეტრზე გადატანა შეუძლია. რობოტის მიზანი შორეულ რეგიონებში მყოფი ჯარისკაცების სამხედრო აღჭურვილობით მომარაგება იქნება.

People's Daily-ის მიერ გავრცელებულ ვიდეოში, რომელიც დაკავშირებულია ჩინეთის მთავრობასთან, ჩანს ბეჰემოთის ზომის ოთხფეხა გიგანტი, რომელიც გზაზე სეირნობს. ის ასევე გამოყენაბადი იქნება უდაბნოში მტვრიან ფერდობებზე. ეს მექანიკური არსება შეძლებს მისწვდეს ისეთ ადგილებს, რომლებიც ჩვეულებრივი მანქანებისთვის შეუძლებელია.

რაც შეეხება რობოტის დიზაინს, ის სრულიად ახალი არ არის. რობოტი საკმაოდ ჰგავს Boston Dynamics-ის DARPA-ს მიერ დაფინანსებულ ოთხფეხა "AlphaDog" რობოტს, რომელიც პირველად საზოგადოებას 2012 წელს წარუდგინეს.

ჩინეთის ახალ რობოტ "იაკს" შეუძლია წინ, უკან და დიაგონალზე მოძრაობა. სახელმწიფო მედიის თანახმად, მას შეუძლია დაიკეცოს და იხტუნოს კიდევაც.

როგორც ჩანს, სამხედროები მათ ისეთ ადგილებზე გამოიყენებენ, როგორიცაა მთები და უდაბნოები, სადაც ჩვეულებრივ მანქანებს მოძრაობა უჭირთ. ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ რობოტი შეიძლება შეიარაღდეს, რაც მას კიდევ უფრო საშიშს ხდის.

ჩინეთის ოთხფეხა რობოტების უახლესი არსენალი ადასტურებს ქვეყნის ტექნოლოგიურ მიღწევებს და როდესაც საქმე ეხება ბრძოლის ველს, მსგავს სწრაფად მზარდ ინდუსტრიას, შეუძლია სამუდამოდ შეცვალოს ბრძოლის სახე.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.