დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აქვეყნებს ინფორმაციას, თუ როგორ უნდა მოიქცეთ, როდესაც ინფიცირებულის კონტაქტი ხართ.

ინსტრუქცია ინფიცირებულთან კონტაქტირებულთათვის:

შეწყვიტეთ დაუცველი კონტაქტი დაავადებულთან.

დაუყოვნებლივ გადადით თვითიზოლაციაში/კარანტინში 8 დღით, (აუცილებლად გამოიყენეთ ნიღაბი 9—12 კალენდარული დღის განმავლობაში) თუ:

  • არ ხართ, ან არასრულად ხართ აცრილი;
  • მე-2 დოზის მიღებიდან არ არის გასული 14 დღე;
  • მე-2 დოზის მიღებიდან გასულია 90 დღე;
  • კოვიდის გადატანიდან გასულია 60 დღეზე მეტი.

თვითიზოლაცია/კარანტინი არ გესაჭიროებათ თუ:

  • გაკეთებული გაქვთ ბუსტერი;
  • ვაქცინის მე-2 დოზის მიღებიდან გასულია 14-90 დღე;
  • კოვიდის გადატანიდან არ არის გასული 60 დღე.
  • აუცილებლად გამოიყენეთ ნიღაბი კონტაქტის შეწყვეტიდან მომდევნო 10 კალენდარული დღის განმავლობაში მ. შ. დაბალი რისკის გარემოში მოხვედრისას.

24 იანვრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 7 947 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა — 5 550, ხოლო გარდაიცვალა 31 ადამიანი.

ქვეყანაში Covid-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 059 392-ს, ვირუსს ჯამში ემსხვერპლა 14 732, ხოლო გამოჯანმრთელდა 967 585 ადამიანი.