მედიაში გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს, რომ პოლიციელი მოქალაქეს სცემს. თავდაპირველად, ვიდეო ერთ-ერთი მეტროსადგურის ექსკალატორზეა გადაღებული, სადაც სავარაუდოდ, არასრულწლოვნის თანმხლები პირები პოლიციელს ეუბნებიან, რომ ის ყრუ-მუნჯია, რაზეც პოლიციელი პასუხობს:

"ყრუ-მუნჯია? რომ ავალაპარაკო ახლა? [...] აი, ახლა უნდა ავალაპარაკო".

პოლიციელის თქმითვე, არასრულწლოვანს მისი მშობლის მისვლამდე არ გაუშვებს. კადრში მეორე სამართალდამცავიც ჩანს, რომელსაც თანხმლები პირები უმარტავენ, რომ პოლიციელმა სავარაუდო არასრულწლოვანი იმის გამო გააჩერა, რომ ის "ექსკალატორზე დადიოდა".

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უწყებისთვის პოლიციელის მხრიდან ნებისიერი ძალადობრივი ქმედება კატეგორიულად მიუღებელია. მათივე ინფორმაციით, გენერალურმა ინსპექციამ ვიდეომასალის გავრცელებისთანავე ფაქტის მოკვლევა უკვე დაიწყო.

"მედიასაშუალებებში მიმდინარე წლის 24 იანვარს გავრცელდა თბილისის მეტროპოლიტენში გადაღებული ვიდეომასალა, სადაც პოლიციელის მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტია ასახული. შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ვიდეომასალის გავრცელებისთანავე დაიწყო ფაქტის მოკვლევა, რომლის ფარგლებში მოპოვებული მასალები უკვე გადაუგზავნა", — აცხადებენ შსს-ში.

უწყების ცნობითვე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პოლიციელის მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების გადამატების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით დაიწყო.