ტრამპის საგარეო პოლიტიკის კრიტიკული კვირა
ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სირიაში სამთავრობო ძალების საჰაერო ბაზაზე განხორციელებულმა სარაკეტო შეტევამ, ვაშინგტონში განხილვა განაახლა იმის გარშემო, თუ როგორი იქნება ამერიკის როლი მსოფლიოში და წარმოადგენს თუ არა აღნიშნული ნაბიჯი ტრამპის საგარეო პოლიტიკის ცვლილებას რუსეთსა და ახლო აღმოსავლეთში. სირიაში, ასადის რეჟიმის მომავალი და ამერიკის პოზიცია კონფლიქტის გადაწყვეტის ირგვლივ იქნება ერთ-ერთი მთავარი თემა რექს ტილერსონის ვიზიტისას მოსკოვში. თეთრი სახლის პრესსპიკერმა, შონ სპაისერმა ოთხშაბათს პრესასთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ ტილერსონი საკუთარ რუს კოლეგას, სერგეი ლავროვს აშშ-ის პოზიციას ოფიციალურად გადასცემს. მისი თქმით, ამერიკა მოსკოვს მოუწოდებს შეწყვიტოს სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის მხარდაჭერა.
გასულ კვირას, სახელწიფო მდივან ტილერსონის კომენტარმა, რომ „სირიის ბედს სირიელი ხალხი გადაწყვეტს“ განსხვავებული რეაქციები გამოიწვია. ტრამპის ადმინისტრაციის პოზიცია კიდევ უფრო ბუნდოვანი გახდა მას შემდეგ, რაც თეთრმა სახლმა, შაირათის ბაზაზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. მიმომხილველთა თქმით, კითხვა მდგომარეობს იმაში, თუ რამდენად წარმოადგენს ეს პოლიტიკის ცვლილებას.
„ეს ასადის რეჟიმის მიმართ დამოკიდებულების ცვლილებას წარმოადგენს. ერთი კვირის წინ, სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა დაუშვა შესაძლებლობა, რომ ასადი დარჩებოდა ხელისუფლებაში. ახლა ნამდვილად ვხედავთ, რომ რიტორიკა შეიცვალა, ქმედებები შეიცვალა, კითხვა ახლა მდგომარეობს იმაში, ეს ერთჯერადი საპასუხო ქმედებაა ასადის დასასჯელად ქიმიური იარაღის გამოყენებისთვის, თუ ეს უფრო ფართო ცვლილებაა პოლიტიკაში, რამაც შეიძლება საქმე წაიყვანოს პოლიტიკური და დიპლომატიური ქმედებების განხორციელებისკენ, რომლის მიზანიც [სირიაში] რეჟიმის ცვლილება იქნება“, - ამბობს ბენჯამინ ჰადადი, ვაშინგტონში დაფუძნებული ჰადსონის ინსტიტუტიდან.
თეთრი სახლის პრესსპიკერმა შონ სპაისერმა 10 აპრილს მედიასთან საუბარში აღნიშნა, რომ ამერიკა ქიმიური იარაღის გამოყენების გამეორების შემთხვევაში „დამატებით ქმედებებს განიხილავს." ამერიკის სადაზვერვო სამსახურებს თქმით, გასული კვირის ქიმიური იარაღის გამოყენების შემთხვევა, რომელსაც 100 ადამიანის, მათ შორის ბავშვების სიცოცხლე ემსხვერპლა, ასადის ძალებმა განახორციელეს.
„თუ ბავშვების წინააღმდეგ ქიმიურ გაზს გამოიყენებ, თუ ბარელის ბომბებს იხმარ უდანაშაულო ადამიანების წინააღმდეგ, ამაზე ამერიკის პრეზიდენტს პასუხი ექნება. ეს მიუღებელია“, - განაცხადა სპაისერმა პრესის ბრიფინგზე.
ამერიკის შეტევის საპასუხოდ, რუსეთმა შეაჩერა ამერიკასთან შეტევების კოორდინაცია. კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა მომხდარს ამერიკის და რუსეთის ურთიერთობებზე „მნიშვნელოვანი დარტყმად“ შეაფასა. მოსკოვის თქმის, ამერიკის შეტევა სირიაში საერთაშორისო კანონმდებლობას ეწინააღმდეგება. პესკოვის თქმით „სირიის ხელისუფლების ძალებს არ გააჩნიათ ქიმიური იარაღის გამოყენების საშუალება“.
ვაშინგტონში ფიქრობენ, რომ აღნიშნულ ქმედებებზე მოსკოვის მხრიდან მდგომარეობის ესკალაციას არ უნდა მოველოდეთ.
„ჩვენ უკვე ვნახეთ, რუსეთის მხრიდან პასუხი, რაც გულისხმობს, ამერიკის და რუსეთის სამხედროებს შორის შეტევების კოორდინაციის შეჩერებას, თუმცა არა სრულიად შეწყვეტას. არ ვფიქრობ, რომ რუსეთი საპასუხოდ უფრო მასშტაბურს მოიმოქმედებს. ის, რაც რუსეთიდან და რუსული სიახლეებიდან გვესმის და [კრემლის] პასუხის გაბუქება- შიდა რუსული მოხმარებისთვისაა. მე არ ვთვლი, რომ ამას გამწვავება მოჰყვება“, - ამბობს ჰანა ტობურნი, ჰადსონის ინსტიტუტის ექსპერტი რუსეთის და აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებით.
კითხვაზე, უნდა მოველოდეთ თუ არა საპასუხოდ რუსეთის ქმედებების გააქტიურებას უკრაინაში, ტობურნი ამბობს, რომ მაშინ, როდესაც ვაშინგტონი შესაძლოა ერთიანობაში არ განიხილავდეს ამ ორი ქვეყნის შემთხვევას, „კრემლი შესაძლოა ამას უფრო ფართო სპექტრში უყურებდეს. საინტერესოა და უნდა დავაკვირდეთ მოხდება, თუ არა რუსეთის მხრიდან შეირაღებული ძალების გადანაცვლება უკრაინაში ან [მოსკოვის მიერ] რაიმე გადაწყვეტილების მიღება უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე“, - ამბობს ტობურნი.
ამერიკის უშიშროების საბჭოს მიერ მომზადებულ დოკუმენტში, რომელიც 4 აპრილის საჰაერო თავდასხმას შეეხება ნათქვამია, რომ „მოსკოვის პასუხი 4 აპრილის შეტევაზე მიჰყვება რუსეთისთვის დამახასიათებელ მოდელს.“ აღნიშნული ანგარიში საუბრობს იმაზე, რომ მოსკოვი „ატრიალებს მომხდარის სხვადასხვა, საპირისპირო ნარატივს იმისთვის, რომ შექმნას გაურკვევლობა და შეიტანოს უთანხმოება საერთაშორისო თანამეგობრობის ქმედებებში.
აღნიშნულ საკითხზე საუბრისას, ტელეკომპანია ალჰურასთან [ არაბულენოვანი ტელევიზია აშშ-ში-ავტორი] ინტერვიუში სენატორმა როჯერ უიკერმა (რესპუბლიკელი სენატორი მისურის შტატიდან) განაცხადა, რომ ის მხარს უჭერს პრეზიდენტის უშიშროების საბჭოს გუნდის გადაწყვეტილებას და დაამატა, რომ საჭიროა ამერიკამ გააცნობიეროს, რომ პუტინის რეჟიმი მისი მტერია.
„ბაშარ ალ ასადი პუტინის რეჟიმის კლიენტი და მარიონეტია. რუსეთის მთავრობის მხარდაჭერის გარეშე, ასადი ხელისუფლებაში არ იქნებოდა და ალბათ დიდი ხნის წინ ციხეში ჩასვამდნენ... რუსეთი ჩვენი მეგობარი არ არის, ჩვენ რუს ხალხს საუკეთესოს ვუსურვებთ და გვამწუხრებს ის, რომ მათ დაკარგეს თავისუფლება და გაუშვეს შესაძლებლობები ხელიდან უკანასკნელი რამდენიმე დეკადის განმავლობაში. მაგრამ პუტინის ადმინისტრაცია, პუტინის რეჟიმი, ამერიკის მტერია და ჩვენ ეს უნდა გავაცნობიეროთ. ვფიქრობ ჩვენ ამას ვაცნობიერებთ, და შესაბამისად უნდა მოვიქცეთ."
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი, მოსკოვში ვიზიტისას პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრას არ გამართავს.
ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკის შტრიხები რუსეთთან ურთიერთობების კუთხით ჯერ ისევ გაურკვეველია.
-
გადახედვაპარლამენტთან ახალგაზრდები აქციას მართავენ — რუსთაველი გადაკეტილია პარლამენტთან ახალგაზრდები აქციას მართავენ — რუსთაველი გადაკეტილია
-
გადახედვააქციის დროს დაკავებული ირაკლი კუპრაძე და გელა ხასაია გაათავისუფლეს აქციის დროს დაკავებული ირაკლი კუპრაძე და გელა ხასაია გაათავისუფლეს
-
გადახედვადეგნანი: ვფიქრობ, კანონის შემობრუნების მიზეზი ისაა, რომ ოცნებამ არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არ დაუშვას დეგნანი: ვფიქრობ, კანონის შემობრუნების მიზეზი ისაა, რომ ოცნებამ არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არ დაუშვას
-
გადახედვასაგარეოში უარყოფენ, რომ საქართველოს ელჩი გერმანიაში ბუნდესტაგში დაიბარეს — რა ვიცით საგარეოში უარყოფენ, რომ საქართველოს ელჩი გერმანიაში ბუნდესტაგში დაიბარეს — რა ვიცით
-
გადახედვაროგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა როგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა
-
გადახედვარაზე საუბრობს პრეზიდენტი ევროპულ მედიასთან — ზურაბიშვილის ინტერვიუები სამ ტელეარხთან რაზე საუბრობს პრეზიდენტი ევროპულ მედიასთან — ზურაბიშვილის ინტერვიუები სამ ტელეარხთან
-
გადახედვაჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა ჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა
-
გადახედვასაერთაშორისო გამჭვირვალობის სათავო ოფისი მოუწოდებს მთავრობას, გამოითხოვოს კანონპროექტი საერთაშორისო გამჭვირვალობის სათავო ოფისი მოუწოდებს მთავრობას, გამოითხოვოს კანონპროექტი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით
-
გადახედვატეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე ტეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე
-
გადახედვაარა, ფეისბუკი თქვენს ფოტოებს უნებართვოდ არ გამოიყენებს — რა ხდება სინამდვილეში არა, ფეისბუკი თქვენს ფოტოებს უნებართვოდ არ გამოიყენებს — რა ხდება სინამდვილეში
-
გადახედვახოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი ხოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი
-
გადახედვაგიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ გიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ
-
გადახედვაპრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს პრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს
-
გადახედვაკვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს კვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს
-
გადახედვათამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან თამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან
-
გადახედვაუშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი აქვს მოტეხილი — ელისაშვილი უშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი აქვს მოტეხილი — ელისაშვილი
-
გადახედვაქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო ქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო
-
გადახედვამარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ მარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ
-
-
კომენტარები