ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ამტკიცებს, რომ გუნდის შიგნით "სწორი ურთიერთობები და მეგობრული ურთიერთობებია". მისი თქმით, სწორედ ამით მოახერხა პარტიამ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ არსებული დანაკლისის კომპენსირება.

"გასული წლის იანვარი პოლიტიკა დატოვა ბიძინა ივანიშვილმა, პარტიის თავმჯდომარე, რაც, ბუნებრივია, იყო ძალიან დიდი დანაკლისი პოლიტიკური გუნდისთვის მისი პოლიტიკური კაპიტალის გათვალისწინებით. ასეთ ვითარებაში, ერთადერთი, რასაც შეეძლო ამხელა დანაკლისის კომპენსირება, იყო, რა თქმა უნდა, გუნდის ერთიანობა [...]

დღეს ჩვენი პოლიტიკური გუნდი შედგება ძლიერი ლიდერებისგან. ამ სიძლიერესთან მნიშვნელივანია ის, რომ არის სრული კოორდინაცია და მეგობრული ურთიერთობები გუნდის ლიდერებს შორის. სწორედ ეს არის საიდუმლო იმ წარმატებების, რომელიც გვქონდა ჩვენს გასული ერთი წლის განმავლობაში. სწორედ ამის ხარჯზე მოვახერხეთ ჩვენ პოლიტიკური პრობლემების გადალახვა", — განაცხადა კობახიძემ კობახიძემ იმედის ეთერში.

გაიგე მეტი: