სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი გადადგა. მისი თქმით, ამაზე დიდი ხანია ფიქრობს და გადაწყვეტილება ემოციურად არ მიუღია.

"პრეზიდენტს არ გააჩნია საჭირო ინსტრუმენტები ქვეყნისა და ერისთვის ამ რთულ პერიოდში საშინაო და საგარეო პოლიტიკის რადიკალურ პროცესებზე ზემოქმედებისთვის.

ჩვენი სახელმწიფოსთვის ამ რთულ დროს, როცა ეროვნული ერთიანობაა საჭირო, პრეზიდენტის ინსტიტუტი არ უნდა იყოს ჭორისა და შეთქმულების თეორიების სამიზნე, რითიც საზოგადოების ყურადღება გადააქვთ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხებიდან", — წერია მის განცხადებაში, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

სარგსიანი სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტად 2018 წელს აირჩიეს.