გერმანიაში უკრაინის ელჩი ვიცე-ადმირალ, კაი-აჰიმ შუნბახის გადადგომას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი ოფიციალური ბერლინის მიმართ ნდობის სრულად აღსადგენად საკმარისი არ არის. მისი განცხადებით, გერმანიის ხელისუფლებამ უნდა შეცვალოს პოლიტიკა კიევთან მიმართებაში.

გერმანიის საზღვაო ძალების მეთაურმა ინდოეთში ვიზიტისას განაცხადა, რომ პუტინი "პატივისცემას იმსახურებს", ხოლო უკრაინა ყირიმს მოსკოვისგან "ვერასდროს დაიბრუნებს". მოგვიანებით, მის განცხადებებს ბერლინი გაემიჯნა — თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა განაცხადა, რომ ეს კომენტარები გერმანიის პოზიციას არც შინაარსით და არც ფორმულირებით არ ასახავდა.

მედიების ცნობით, მისი განცხადებების შემდეგ გამოწვეულ კრიტიკას გერმანელი ვიცეადმირალი Twitter-ზე გამოეხმაურა, ბოდიში მოიხადა და აღნიშნა, რომ მან საკუთარი პირადი აზრი დააფიქსირა, რასაც ოფიციალურ პოზიციასთან კავშირი არ ჰქონია. მალევე, გერმანულმა მედიებმა გაავრცელეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ადმირალი თანამდებობას ტოვებს.