ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსი დიმიტრი კორონავირუსით გარდაიცვალა. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური აცახდებს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კორონავირუსით გამოწვეულმა ინფექციამ დაამძიმა. მათივე თქმით, მეუფე ბოლო დღეების განმავლობაში საავადმყოფოში მკურნალობდა.

23 იანვრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 9 696 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა — 5 408, ხოლო გარდაიცვალა 28 ადამიანი. ქვეყანაში Covid-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 051 445-ს, ვირუსს ჯამში ემსხვერპლა 14 701, ხოლო გამოჯანმრთელდა 962 035 ადამიანი.