ხელოვნების მუზეუმში ინვენტარიზაციის დასრულების შემდეგ, მასალებს საგამოძიებო უწყებებს გადავცემთ — წულუკიანი
კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, როდესაც ხელოვნების მუზეუმში ინვენტარიზაცია დასრულდება, დაკარგული ექსპონატების შესახებ მასალები საგამოძიებო უწყებას გადაეცემა. მან მუზეუმის ერთ-ერთ თანამშრომელზე, ნინო ხუნდაძეზე ისაუბრა და თქვა, რომ როდესაც ის ფერწერის ფონდს ხელმძღვანელობდა 21 ექსპონატი დაიკარგა. პირველი არხის ეთერში მან ასევე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ უკვე მიმდინარეობს გამოძიება საქმეზე, რომელშიც ნინო ხუნდაძე ფიგურირებს.
"ჩვენ როდესაც დავასრულებთ ინვენტარიზაციას, მასალებს გადავცემთ საგამოძიებო უწყებებს, ასევე ეს ის ნინო ხუნდაძეა, რომლის ფონდთან დაკავშირებით ერთი გამოძიება უკვე მიმდინარეობს. იმიტომ, რომ მისი ფონდიდან და მუზეუმის სხვა ფონდებს რომ შევეხოთ იქაც არის აღმოჩენილი დაკარგული ექსპონატები, აღმოსავლეთის ფონდში და არქიტექტურის ქვის ფონდში და სხვაგან, მაგრამ ქალბატონი ნინოს ფონდიდან არის სწორედ ფერწერული ნამუშევრები გატანილი ნაციონალების დროს ჩვენს საელჩოში ამერიკაში, სადაც ისინი დაკარგულად ითვლება. სწორედ ამ საქმეზე მიმდინარეობს უკვე რამდენიმე წელია გამოძიება", — თქვა წულუკიანმა.
წამყვანმა წულუკიანს ჰკითხა, დაიკარგა თუ არა ეს ექსპონატები ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში ან 90-იან წლებში, რაზეც მან თქვა, რომ ამას გამოძიება დაადგენს, თუმცა როდესაც ნინო ხუნდაძე ხელოვნების მუზეუმში ნაციონალური მოძრაობის დროს მივიდა და ფონდი ჩაიბარა, სულ მცირე, ინვენტარიზაციის ჩატარება ევალებოდა.
"მე არ ვიცი, რომელ ერთზე ვისაუბრო, იქ რამდენიმეა გათავისუფლებული. ერთ-ერთი ვინც, ალბათ ყველაზე მეტად აღნიშვნას საჭიროებს და აქციის მონაწილეც მგონი ბრძანდბოდა. ეს გახლავთ ქალბატონი ნინო ხუნდაძე, რომელიც ხელმძღვანელობდა სწორედ იმ ფერწერის ფონდს, საიდანაც... ეს იმდენად დიდი "პროფესიონალია", რომ მის ფონდში სრულყოფილი ინვენტარიზაცია არასოდეს ჩაუტარებია. მის ფონდში ეს სრულყოფილი ინვენტარიზაცია ჩემივე დავალებით, ჩემ მიერ ნდობა გამოცხადებულმა ახალმა მუზეუმის დირექტორმა, ბატონმა ნიკა ახალბედაშვილმა ჩაატარა და აღმოჩნდა, რომ ქალბატონი ნინო ხუნდაძის, ამ "დიდი", აწ უკვე ჩვენი ყოფილი "პროფესიონალი" თანამშრომლის ფონდში დაკარგულია 21 ექსპონატი, მათ შორის გიგო გაბაშვილის, ელენე ახვლედიანის და თოიძის ნახატები", — თქვა წულუკიანმა.
21 იანვარს ულტურის სამინისტროსთან "განხორციელებული ბოლშევიკური წმენდის გასაპროტესტებლად" საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის სლოგანები იყო "დიდება პარტიას, კულტურის მტრების გამოვლენისთვის!" და "კულьტ УРА საიმედო ხელშია!".
2021 წლის 4 ივლისს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის შენობის გაძლიერება "რენტაბელური" არ იქნებოდა. ამ სამუზეუმო ფონდში ქვეყნის ეროვნული საგანძურის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ინახება და შენობასაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, ამიტომ განცხადებებს პროტესტი მოჰყვა. რამდენიმედღიანი გაურკვევლობისა და კრიტიკის შემდეგ, სამინისტრომ განაცხადა, რომ შენობის რესტავრაცია იგეგმება, ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი "მართვის განსაკუთრებულ რეჟიმზეა" გადასული და შენობიდან ექსპონატების გატანა დაიწყო.
31 ივლისს მუზეუმის ყოფილი მმართველი, ეკა კიკნაძე "ჩამოალაბორანტეს". მისი თქმით, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ევაკუაციის ახალი გეგმის გაცნობა მოითხოვა. ეკა კიკნაძის თქმით, მასთან ერთად სამუშაო პოზიციები სხვა ორ თანამშრომელსაც შეეცვალა, დარეჯან გოგაშვილს [მუზეუმის რესტავტაცია-კონსერვაციის მიმართულების ყოფილი ხელმძღვანელი] და დინარა ვაჩნაძეს [კოლექციების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი].
14 ნოემბერს ხელოვნების მუზეუმის დირექტორის თანაშემწემ, დავით ნიორაძემ თანამებობა დატოვა. როგორც ნიორაძე აცხადებს, ის ადმინისტრაციულ პოლიტიკასა და სამუზეუმო საქმის მიმართ მიდგომას კატეგორიულად არ ეთანხმებოდა, მსგავსი ადმინისტრაციული დეპარტამენტის წევრობა არ სურდა და ამ მიზეზით, უფრო დაბალ, კურატორის თანაშემწის პოზიციაზე გადასვლა უნდოდა.
მას შემდეგ, რაც თანამდებობიდან მუზეუმის დირექტორის თანაშემწე, დავით ნიორაძე გადადგა, მუზეუმიდან წასვლის შესახებ გვანცა ბერძენიშვილმა, გიორგი თოფურიამ და თემურ ქანთარია-ჯაბადარმა განაცხადეს.
უკვე 2021 წლის 14 იანვარს 3 თანამშრომლის გათავისუფლებაზე გავრცელდა ინფორმაცია. იმავე დღეს კულტურის სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება სადაც ნათქვამი იყო, რომ ხელოვნების მუზეუმში რეორგანიზაცია დასრულდა. თუმცა ამ განცხადების შემდეგ მუზეუმიდან კიდევ ორი თანამშრომელი მაკო მაჭარაშვილი და ირმა მანაგაძე გაათავისუფლეს.
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვამდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
-
გადახედვაუცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა უცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვაკრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ კრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
-
გადახედვაკობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს
-
-
-
-
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს
-
გადახედვამილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა მილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა
-
გადახედვაჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს ჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს
-
გადახედვავაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ? ვაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ?
კომენტარები