საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, ტემპერატურის ვარდნის გამო, ტბები და წყალსაცავები გაყინულია, რამდენიმე ტბაზე კი მოქალაქეები ყინულის ზედაპირზე გადაადგილდებიან. უწყება საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

"რამდენიმე ტბაზე, განსაკუთრებით კი, თბილისში, ლისისა და კუს ტბებზე ყინულის ზედაპირზე შეინიშნება მოქალაქეთა გადაადგილება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ მაქსიმალური სიფრთხილე და არ გადახვიდეთ გაყინული წყლის ზედაპირზე. ყინულის ფენაზე ნებისმიერი ფორმით გადაადგილებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს მისი ჩატეხვა და საფრთხე შეუქმნას თქვენს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას", — აცხადებენ ისინი.

მათი ინფორმაციით, უსაფრთხოების მიზნით, ლისისა და კუს ტბის ტერიტორიაზე რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ჯგუფია მობილიზებული.