ორი კაცი ცოცხალი ადამიანის მსგავსად გამოწყობილ ცხედართან ერთად ირლანდიის ფოსტაში მივიდა, რათა გარდაცვლილის პენსია მოეთხოვა. მათ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც პირველ ვიზიტზე ფოსტის თანამშრომლისგან გაიგეს, რომ პენსიის მისაღებად ის პირი აუცილებლად უნდა გამოცხადდეს, რომელსაც თანხა ეკუთვნის.

როცა ფოსტის თანამშრომლებმა შენიშნეს, რომ გარდაცვლილი არაფერზე რეაგირებდა და მისი მდგომარეობის შესახებ შეკითხვები დასვეს, მასთან ერთად მყოფი კაცები ოფისიდან მაშინვე გაიქცნენ.

ფოტო: Dylan Vaughan

ფოსტის თანამშრომლებმა სასწრაფო დახმარებას მაშინვე გამოუძახეს, როცა კაცებმა გვამი მარტო დატოვეს. სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი მალევე მოვიდა და დაადასტურა, რომ კაცი უკვე გარდაცვლილი იყო.

გარდაცვლილი 65 წლის ადგილობრივი მცხოვრები აღმოჩნდა, რომლის სიკვდილის მიზეზიც ჯერჯერობით უცნობია და პოლიციამ გამოძიება უკვე დაიწყო. "ძალიან სამწუხაროა, რომ ვიღაცას პენსიის მიღება ისე უნდოდა, რომ ასეთი რამ გააკეთა", — განაცხადა პოლიციის ერთ-ერთმა ოფიცერმა.