კულტურის სამინისტროს განცხადებით, უშუს ეროვნული ფედერაცია მეორეა, სადაც პრეზიდენტის არჩევნები სპორტის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად, შეცვლილი წესდებით ჩატარდა. მათი თქმით, პირველი ასეთი სროლის სახეობათა ეროვნული ფედერაცია იყო.

"უშუს ეროვნული ფედერაცია მეორე სპორტული ფედერაციაა, რომელმაც პრეზიდენტის არჩევნები სპორტის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად შეცვლილი წესდებით ჩაატარა (პირველი იყო სროლის სახეობათა ეროვნული ფედერაცია). პრეზიდენტად აირჩიეს გიორგი მუსხელიშვილი, რომელიც 2018 წლიდან იყო უშუს ფედერაციის გამგეობის წევრი და საპატიო პრეზიდენტი. ასევე, აირჩიეს ვიცე-პრეზიდენტი — მართა მოსიაშვილი, გერენალური მდივანი, ხაზინადარი და გამგეობა", — აცხადებენ სამინისტროში.

მათივე ცნობით, წულუკიანის ბრძანებთ, 16 დეკემბერს იმ ეროვნული სპორტული ფედერაციებისთვის, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებას იღებენ, სახელმძღვანელო პრინციპები დაამტკიცეს. უწყებაში ამბობენ, რომ დოკუმენტი ფედერაციების დამოუკიდებლობას არ ზღუდავს, თუმცა აქვე აღნიშნულია, რომ პრინციპების დარღვევის შემთხვევაში სამინისტროს უფლება აქვს ფედერაციის დაფინანსება შეწყვიტოს.

"სამინისტრომ დოკუმენტი შეიმუშავა სპორტული ორგანიზაციების მართვაში დემოკრატიული და გამჭვირვალე პრინციპების დამკვიდრების მიზნით. სახელმძღვანელო პრინციპებს აქვს სარეკომენდაციო ხასიათი, შემუშავებულია ფედერაციების მიერ წესდების დამტკიცების/წესდებაში ცვლილებების შეტანის პროცესში გათვალისწინების მიზნით და არ ზღუდავს ფედერაციების დამოუკიდებლობას. ამასთან, ფედერაციის მიერ სახელმძღვანელო პრინციპების დარღვევის ან თავის წესდებაში გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, სამინისტრო იტოვებს უფლებას, შეაჩეროს ფედერაციის დაფინანსება", — აბობენ ისინი.

სამინისტროს განმარტებით, სახელმძღვანელო პრინციებში ფედერაციის პრეზიდენტის, ვიცე-პრეზიდენტის, გენერალური მდივნისა და ხაზინდარის არჩევის წესი და ვადებიც განსაზღვრულია. ისინი აირჩევიან ოთხი წლის ვადით და ეს შეიძლება მოხდეს, ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.