მსახიობ რეჯინა კინგის ვაჟმა, იან ალექსანდერ უმცროსმა, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. იანი რეჯინა კინგის ერთადერთი შვილი იყო, რომლის მამაც მსახიობის ყოფილი ქმარი და პროდიუსერი იან ალექსანდერ უფროსია.

"ჩვენი ოჯახი განადგურებულია იანის დაკარგვით. ის ყველას ცხოვრებაში ნათელი წერტილი იყო, რომელიც სხვების ბედნიერებაზე ზრუნავდა. ჩვენი ოჯახი გთხოვთ, რომ ამ მძიმე პერიოდში პირადი სივრცის შენარჩუნებაში დაგვეხმაროთ", — ნათქვამია კინგის განცხადებაში, რომელიც მისმა წარმომადგენელმა მედიას გააცნო.

ფოტო: Instagram

იანი ოთხშაბათს 26 წლის უნდა გამხდარიყო. რეჯინა კინგის ვაჟს მუსიკოსისა და დიჯეის კარიერა ჰქონდა, რომლის მეტსახელიც კონცერტებზე Desduné იყო. იანმა ბოლო სიმღერა, სახელად Green Eyes, 7 იანვარს გამოუშვა და რამდენიმე კონცერტი ამ თვის ბოლოს ლოს-ანჯელესში ჰქონდა დაგეგმილი.