გერმანელი ვიცეადმირალი, კაი-აჰიმ შუნბახი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას Spiegel ავრცელებს. ამაზე წერს გამოცემა Deutsche Welle-ც.

ამას წინ უძღოდა მისი ვიზიტი ინდოეთში, სადაც საზღვაო ძალების მეთაურმა ისაუბრა, რომ პუტინი "პატივისცემას იმსახურებს", ხოლო უკრაინა ყირიმს მოსკოვისგან "ვერასდროს დაიბრუნებს". მოგვიანებით, მის განცხადებებს ბერლინი გაემიჯნა — თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა განაცხადა, რომ ეს კომენტარები გერმანიის პოზიციას არც შინაარსით და არც ფორმულირებით არ ასახავდა.

მედიების ცნობით, მისი განცხადებების შემდეგ გამოწვეულ კრიტიკას გერმანელი ვიცეადმირალი Twitter-ზე გამოეხმაურა, ბოდიში მოიხადა და აღნიშნა, რომ მან საკუთარი პირადი აზრი დააფიქსირა, რასაც ოფიციალურ პოზიციასთან კავშირი არ ჰქონია.