საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარეობის 2 კანდიდატი, გიორგი კალანდარიშვილი და თენგიზ თევზაძე წარუდგინა. კალანდარიშვილის ცესკოს მოქმედი თავმჯდომარეა, ხოლო თევზაძე ამჟამად სამოქალაქო პლატფორმა 20/20-ის აღმასრულებელი დირექტორია.

ამასთან, როგორც ქართული ოცნების დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, ცესკოს წევრობის პოზიციებზე პრეზიდენტმა 4 კანდიდატი წარადგინა.

ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს ორი წევრის თანამდებობაზე კანდიდატთა შესარჩევად კონკურსი 28 დეკემბერს გამოცხადდა. ამის შესახებ განკარგულება საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა. ცესკოს მოქმედ თავმჯდომარესა და ცესკოს ორ წევრს უფლებამოსილების ვადა თებერვალში გასდით.

17 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით, მესამე მოსმენით რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესი შეიცვალა. უფრო ზუსტად, გამარტივდა არჩევის პროცედურა