დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ომიკრონი 2-3-ჯერ ნაკლებ სიკვდილიანობას იწვევს, თუმცა თუ კორონავირუსის შემთხვევები 5-ჯერ მეტი იქნება, ჯამურად გარდაცვალებათა რაოდენობაც გაიზრდება.

"ძალიან მძიმე ვითარებაა, მაგრამ ეს იყო პროგნოზირებადი. რამდენი ხნით ადრე ექსპერტები აკეთებდნენ ზუსტად ასეთ პროგნოზსს — ერთი ერთში ემთხვევა ის, რაც ახლა ხდება, რომ გაორმაგდებოდა, გასამმაგდებოდა შემთხვევების რაოდენობა, იმიტომ, რომ ასე მოხდა მთელს მსოფლიოში.

ჩვენთან გავრცელება შედარებით ზომიერია, ვიდრე ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში, ზუსტად ასევე სიკვდილობა, მართალია, ომიკრონი იწვევს შედარებით ნაკლებად მძიმე დაავადებას, მაგრამ არც ისე ნაკლებად, რომ სიკვდილობა შემცირდეს. 2-ჯერ და 3-ჯერ ნაკლებ სიკვდილობას იწვევს ომიკრონი, მაგრამ თუ შემთხვევები 5-ჯერ მეი გვექნება, მაშინ ჯამური სიკვდილობა გაიზრდება", — აღნიშნა მან.

22 იანვრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 11 039 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა — 5 199, ხოლო გარდაიცვალა 42 ადამიანი.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: