სოციალური მომსახურების სააგენტო თანამშრომლება გაფიცვა შეწყვიტეს, როგორც სოლიდარობის ქსელის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, ეს პროტესტი მოლაპარაკებით დასრულდა, კერძოდ:

  • ხელფასები 40%-60%-ით გაიზრდება;
  • დაწესდა დეკრეტული შვებულება;
  • გაფიცულებს აუნაზღაურდებათ გაფიცული სამუშაო დრო;
  • სოციალური აგენტები და უფროსი სოციალური აგენტები უზრუნველყოფილი იქნებიან ტრანსპორტით;
  • გაუქმდება ერთთვიანი ხელშეკრულებები და ყველა დასაქმებულთან დაიდება ერთწლიანი ხელშეკრულებები;
  • შეიქმნება სპეციალური საკომუნიკაციო პლატფორმა დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის;
  • უმჯობესდება დანამატის წესი და მოიხსნება 15 დღიანი ლიმიტი;

სოციალური სააგენტოს 400-მდე თანამშრომელი 17 იანვარს გაიფიცა. ისინი ანაზღაურების გაზრდასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვდნენ. ჯანდაცვის სამინისტროსთან გამართული აქციის პარალელურად, სადაც სააგენტოს თანამშრომლები მინისტრთან შეხვედრას ითხოვდნენ, ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის კანცელარიის შენობაში ბრიფინგისას განაცხადა, რომ მათ ხელფასების ზრდას უკვე დაჰპირდნენ და გაზრდილი ანაზღაურება მათი შრომის ადეკვატურია. ანდაცვის მინისტრის მოადგილე სოციალური სააგენტოს თანამშრომლებს მხოლოდ გაფიცვის მე-5 დღეს შეხვდა.