წამყვანი ფინანსური სექტორის მარეგულირებლები ევროკავშირს არაენერგოეფექტური მაინინგის აკრძალვისკენ მოუწოდებენ.

European Securities and Markets-ის ვიცე პრეზიდენტმა და შვედეთის Financial Services Authority-ს გენერალურმა დირექტორმა, Erik Thedéen-მა Financial Times-ს განუცხადა, რომ ის ემხრობა ევროკავშირის მასშტაბით "proof of work" პრინციპზე დაფუძნებული, არაენერგოეფექტური მაინინგის აკრძალვას. მან "proof of stake" პროტოკოლზე გადასვლაც გვირჩია, რომელიც გაცილებით ნაკლებ ენერგიას საჭიროებს.

თედენის თქმით, "proof of work"-ზე დაფუძნებული მაინინგი შვედეთისათვის დიდ პრობლემად იქცა. მისი თქმით, მოხმარებული ენერგია და გამოყოფილი სითბო მათ კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში უშლით ხელს და ეს საზიანოა.

"გამოსავალი კლასიკური მაინერების აკრძალვაშია. proof of stake პროტოკოლს გაცილებით ნაკლები ენერგია სჭირდება. ჩვენ უნდა ვიფიქროთ ინდუსტრიის ენერგოეფექტურობაზე" — ამბობს თედენი.