ადამიანების უმეტესობა მოშინაურებული ცხოველებიდან ემოციურ კავშირს მხოლოდ ძაღლთან ან კატასთან ამყარებს, ღორს კი, სამწუხაროდ, ბევრი საკვებ ობიექტად აღიქვამს. არადა, ის ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი ცხოველია — მეცნიერების აზრით, ზრდასრული ღორის კოგნიტიური განვითარება 3 წლის ბავშვისას უტოლდება. ზოგი ღრუტუნა სულ თავისუფლად ხატავს, თამაშობს ჯოისტიკით და, რაც მთავარია, უმეგობრდება ყველას. დიახ, ღორები, განსაკუთრებით პატარაობისას, ძალიან სოციალური არსებები არიან და ყველაზე მეტად ახალი მეგობრების გაჩენა უყვართ. ასე ხდებიან გოჭები პოზიტივის წყაროები და ამაში ეს ფოტოებიც დაგარწმუნებთ.

1. ფუმფულა ლოგინზე ძილი ყველა პატარას უყვარს

ფოტო: lnfinity / Reddit

2. და გიზგიზა ღუმელი? სითბოში რომ თავისით გელულება თვალები...

ფოტო: Brunos_Barn / Reddit

3. მეგობრობა გზად და ხიდად

ფოტო: fc3sbob / Reddit

4. მერაბ სეფაშვილის გაიღიმეს მოუსმინა

ფოტო: Battyboyrider / Reddit

5. სამაგიეროდ, გული აქვთ დიდი

ფოტო: honeyishrunkthepigs / Reddit

6. დამალობანას თამაშში ბადალი არ ჰყავთ!

ფოტო: pigboots / Reddit

7. თან, როგორი ფოტოგენურები არიან...

ფოტო: tri_sect / Reddit

8. ჰობი? კულინარია, რა თქმა უნდა!

ფოტო: Priscilla the Mini Pig / Reddit

9. დიდი მეგობარი რომ ყოველთვის საჭიროა, ეგეც მშვენივრად ესმით

ფოტო: boochaces / Reddit

10. მაგრამ არც თანატოლებთან დამეგობრებაზე ამბობენ უარს

ფოტო: mac_is_crack / Reddit

ბონუსი: გეგონათ, ენის გარეთ დატოვება ასე საყვარლად მარტო ძაღლებს შეეძლოთ?!

ფოტო: outsidedavepiggy / Reddit