კულტურის სამინისტროს დაწესებულებებიდან 70-მდე პირი უკანონოდ გაათავისუფლეს — სოციალური სამართლიანობის ცენტრი
სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადებით, კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებულ დაწესებულებებში, საშტატო ცვლილებების შედეგად, 70-მდე დასაქმებული უკანონოდ გათავისუფლდა. ორგანიზაციის შეფასებით, კულტურის სამინისტრო ახორციელებს საკადრო წმენდას განსხვავებული მოსაზრებების გამო.
"ეროვნულ მუზეუმსა და მის დაქვემდებარებაში არსებულ დაწესებულებებში რეორგანიზაციის შედეგად 30-მდე თანამშრომელი თანამდებობიდან გათავისუფლდა. პროცესმა არა მხოლოდ ხელმძღვანელობისთვის არასასურველი კადრების ჩამოშორების სახე მიიღო, არამედ გამოაჩინა ისიც, რომ ამ გადაწყვეტილებების მიზანი სამუზეუმო სფეროს კონტროლი და ცენზურაა.
დამსაქმებლის მხრიდან უფლების ბოროტად გამოყენებით, დასაქმებულები თანამდებობიდან გაფრთხილების გარეშე გაათავისუფლეს ან ხელმძღვანელი პოზიციებიდან სხვადასხვა დაბალ პოზიციაზე გადაიყვანეს. რეორგანიზაცია ჩატარდა ასევე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში. Საერთო Ჯამში, აღნიშნულ დაწესებულებებში საშტატო ცვლილებების შედეგად 70-მდე დასაქმებული უკანონოდ გათავისუფლდა", — ვკითხულობთ განცხადებაში.
დღეს, 21 იანვარს კულტურის სამინისტროსთან "განხორციელებული ბოლშევიკური წმენდის გასაპროტესტებლად" საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის სლოგანებია "დიდება პარტიას, კულტურის მტრების გამოვლენისთვის!" და "კულьტ УРА საიმედო ხელშია!".
ცნობილია, რომ 20 დეკემბერს კიდევ ორი თანამშრომელი მაკო მაჭარაშვილი და ირმა მანაგაძე. გაათავისუფლეს. მანამდე, 14 იანვარს 3 თანამშრომლის გათავისუფლებაზე გავრცელდა ინფორმაცია. იმავე დღეს კულტურის სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება სადაც ნათქვამი იყო, რომ ხელოვნების მუზეუმში რეორგანიზაცია დასრულდა.
2021 წლის 4 ივლისს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის შენობის გაძლიერება "რენტაბელური" არ იქნებოდა. ამ სამუზეუმო ფონდში ქვეყნის ეროვნული საგანძურის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ინახება და შენობასაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, ამიტომ განცხადებებს პროტესტი მოჰყვა. რამდენიმედღიანი გაურკვევლობისა და კრიტიკის შემდეგ, სამინისტრომ განაცხადა, რომ შენობის რესტავრაცია იგეგმება, ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი "მართვის განსაკუთრებულ რეჟიმზეა" გადასული და შენობიდან ექსპონატების გატანა დაიწყო.
31 ივლისს მუზეუმის ყოფილი მმართველი, ეკა კიკნაძე "ჩამოალაბორანტეს". მისი თქმით, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ევაკუაციის ახალი გეგმის გაცნობა მოითხოვა. ეკა კიკნაძის თქმით, მასთან ერთად სამუშაო პოზიციები სხვა ორ თანამშრომელსაც შეეცვალა, დარეჯან გოგაშვილს [მუზეუმის რესტავტაცია-კონსერვაციის მიმართულების ყოფილი ხელმძღვანელი] და დინარა ვაჩნაძეს [კოლექციების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი].
14 ნოემბერს ხელოვნების მუზეუმის დირექტორის თანაშემწემ, დავით ნიორაძემ თანამებობა დატოვა. როგორც ნიორაძე აცხადებს, ის ადმინისტრაციულ პოლიტიკასა და სამუზეუმო საქმის მიმართ მიდგომას კატეგორიულად არ ეთანხმებოდა, მსგავსი ადმინისტრაციული დეპარტამენტის წევრობა არ სურდა და ამ მიზეზით, უფრო დაბალ, კურატორის თანაშემწის პოზიციაზე გადასვლა უნდოდა.
მას შემდეგ, რაც თანამდებობიდან მუზეუმის დირექტორის თანაშემწე, დავით ნიორაძე გადადგა, მუზეუმიდან წასვლის შესახებ გვანცა ბერძენიშვილმა, გიორგი თოფურიამ და თემურ ქანთარია-ჯაბადარმა განაცხადეს.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები