"დიდება პარტიას, კულტურის მტრების გამოვლენისთვის!" — კულტურის სამინისტროსთან აქცია იმართება
საინიციატივო ჯგუფი ხელოვნების მუზეუმისთვის კულტურის სამინისტროსთან აქციას მართავს. როგორც ნატა ფერაძე აცხადებს, ეს აქცია გამოხატავს თავისუფლებისა და გადარჩენისთვის ბრძოლას.
"ეს არის დაუმორჩილებლების აქცია და სამწუხაროდ, სულ უფრო ნაკლები რჩება დაუმორჩილებელი ხალხი იმიტომ, რომ წულუკიანს ივანიშვილისგან მითითება აქვს, რომ ფული ყიდულობს ძალიან ბევრ ადამიანს და ძალიან ბევრი ხელოვანი გააჩუმა ზუსტად ძვირფასი ნახატების ყიდვით და სხვადასხვა საჩუქრებით. ყველაფერს ვერ იყიდის წულუკიანი, ამას დავანახებთ და გავაგრძელებთ მათ წინააღმდეგ ბრძოლას. ეს არის ჩვენი გადასარჩენი ბრძოლა, ეს არის თავისუფლებისთვის ბრძოლა", — განაცხადა მან.
მუზეუმის ყოფილი მმართველი, ეკა კიკნაძე აცხადებს, რომ ერთადერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ გაათავისუფლეს ხელოვნების მუზეუმიდან თანამშრომლები, არის იდეოლოგიური მიუღებლობა.
"დღეს ხელოვნების მუზეუმი წულუკიანის დანიშნულმა ადმინისტრაციამ დაატოვებინა უმაღლესი კლასის სპეციალისტებს. ადამიანებს, რომლებსაც ჩვენს სფეროში ძალიან კარგად ვიცნობთ და ისინი თითოეული ჩვენგანისთვის არიან სანიმუშონი ჩვენს პროფესიაში. წულუკიანის მიერ დანიშნული ადმინისტრაცია მათ მიიჩნევს არაკომპეტენტურად და ამის ერთადერთი მიზეზი არის არა მათი კომპეტენციის შეფასება, ამის უნარი ახალ ადმინისტრაციას არ აქვს, არამედ ერთადერთი მიზეზი ამისა არის იდეოლოგიური მიუღებლობა, როგორც ძველ საბჭოთა დროს და ასევე, ის, რომ თითოეული მათგანი არის საპროტესტო პეტიციის ხელმომწერი, რომელიც სრულიად ლეგიტიმურ პროტესტს გამოხატავდა ამ ადამიანებისა", — ამბობს ის.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ კიდევ ერთი თანამშრომელი მაკო მაჭარაშვილი გაათავისუფლეს. მანამდე, 14 იანვარს კი 3 თანამშრომლის გათავისუფლებაზე გავრცელდა ინფორმაცია. იმავე დღეს კულტურის სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება სადაც ნათქვამი იყო, რომ ხელოვნების მუზეუმში რეორგანიზაცია დასრულდა.
2021 წლის 4 ივლისს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის შენობის გაძლიერება "რენტაბელური" არ იქნებოდა. ამ სამუზეუმო ფონდში ქვეყნის ეროვნული საგანძურის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ინახება და შენობასაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, ამიტომ განცხადებებს პროტესტი მოჰყვა. რამდენიმედღიანი გაურკვევლობისა და კრიტიკის შემდეგ, სამინისტრომ განაცხადა, რომ შენობის რესტავრაცია იგეგმება, ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი "მართვის განსაკუთრებულ რეჟიმზეა" გადასული და შენობიდან ექსპონატების გატანა დაიწყო.
31 ივლისს მუზეუმის ყოფილი მმართველი, ეკა კიკნაძე "ჩამოალაბორანტეს". მისი თქმით, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ევაკუაციის ახალი გეგმის გაცნობა მოითხოვა. ეკა კიკნაძის თქმით, მასთან ერთად სამუშაო პოზიციები სხვა ორ თანამშრომელსაც შეეცვალა, დარეჯან გოგაშვილს [მუზეუმის რესტავტაცია-კონსერვაციის მიმართულების ყოფილი ხელმძღვანელი] და დინარა ვაჩნაძეს [კოლექციების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი].
14 ნოემბერს ხელოვნების მუზეუმის დირექტორის თანაშემწემ, დავით ნიორაძემ თანამებობა დატოვა. როგორც ნიორაძე აცხადებს, ის ადმინისტრაციულ პოლიტიკასა და სამუზეუმო საქმის მიმართ მიდგომას კატეგორიულად არ ეთანხმებოდა, მსგავსი ადმინისტრაციული დეპარტამენტის წევრობა არ სურდა და ამ მიზეზით, უფრო დაბალ, კურატორის თანაშემწის პოზიციაზე გადასვლა უნდოდა.
მას შემდეგ, რაც თანამდებობიდან მუზეუმის დირექტორის თანაშემწე, დავით ნიორაძე გადადგა, მუზეუმიდან წასვლის შესახებ გვანცა ბერძენიშვილმა, გიორგი თოფურიამ და თემურ ქანთარია-ჯაბადარმა განაცხადეს.
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
კომენტარები