თებერვლიდან ავსტრიაში ვაქცინაცია სავალდებულო ხდება. BBC-ის ცნობით, ამის შესახებ კანონი ავსტრიის პარლამენტმა დაამტკიცა — კანონპროექტს 137 მომხრე და 33 წინააღმდეგი ჰყავდა.

BBC-ის განცხადებით, ეს კანონპროექტი ახლა პარლამენტის ზედა პალატამ უნდა დაამტკიცოს, ხოლო პრეზიდენტმა, ალექსანდერ ვან დერ ბელენმა ხელი მოაწეროს. მედიის ცნობით, ვაქცინაციაზე კანონი ძალაში, სავარაუდოდ, 2024 წლამდე იქნება.

ამ კანონით ავსტრია პირველი იქნება ევროპაში, სადაც კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის გაკეთება სავალდებულოა. ის 18 წლიდან ასაკის მოსახლეობას შეეხება — გამონაკლისი მხოლოდ ორსულები და ის მოქალაქეები იქნებიან, რომლებიც სამედიცინო მიზეზების გამო ვერ იცრებიან. ამასთან, ეს არ ეხებათ მათ, ვინც კორონავირუსისგან ბოლო 6 თვეში გამოჯანმრთელდა.

ავსტრიის ჯანდაცვის მინისტრმა ეს ზომები "დიდ და ხანგრძლივ ნაბიჯად" შეაფასა, ხოლო კანცლერმა აღნიშნა, რომ ვაქცინაცია შესაძლებლობაა საზოგადოებისთვის, რომ "გრძელვადიან თავისუფლებას" მიაღწიონ. ავსტრიაში ამ დროის მონაცემებით სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის 72%.