ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ რუსეთის წინაშე ორი გზაა — დიპლომატიისა და აგრესიის, ამერიკის შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები კი მზად არიან ორივე არჩევანისთვის.

"ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს მუშაობას პარტნიორებთან და მოკავშირეებთან NATO-ში, ევროკავშირში, G7-ში, ეუთოში, დიდ ბრიტანეთში, საერთაშორისო საზოგადოებაში, რათა ნათელი გავხადოთ, რომ რუსეთის წინაშე ორი გზაა, დიპლომატიის, რომელიც მიგვიყვანს მშვიდობასთან და უსაფრთხოებასთან და აგრესიის, რომელიც მხოლოდ კონფლიქტს, საერთაშორისო დაგმობას. აშშ და მისი მოკავშირეები გააგრძელებენ უკრაინის გვერდით დგომას და მზად ვართ რუსეთთან შესახვედრად ორივე გზაზე", — განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.

20 იანვარს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი გერმანიაში, ბერლინში, ჩაფრინდა, სადაც რუსეთის უახლეს დიპლომატიურ ჩართულობას და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის შემდგომი აგრესიის შესაჩერებლად ერთობლივ ძალისხმევას განიხილავენ.

მანამდე ის უკრაინაში იმყოფებოდა. 19 იანვარს, კიევში ჩასვლის შემდეგ, ბლინკენმა განაცხადა, რომ მცირე დროში სამხედრო ძალების გაზრდა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულად მოქმედების შესაძლებლობას აძლევს.