თუ ნეტფლიქსის ყველაზე წარმატებული კორეული დრამის მეორე სეზონის გამოსვლაში ეჭვი ჯერ კიდევ გეპარებოდათ, გაურკვევლობას ბოლო მოეღო: ნეტფლიქსის ერთ-ერთი დირექტორის, ტედ სარანდოსის განცხადებით, Squid Game-ის მეორე სეზონს აუცილებლად ვიხილავთ.

"რა თქმა უნდა. ეს კალმარის თამაშის სამყაროს მხოლოდ დასაწყისია", — განაცხადა სარანდოსმა.

ეს პირველი შემთხვევაა, როცა სერიალის მეორე სეზონის გამოსვლა ნეტფლიქსმა ოფიციალურად დაადასტურა. აქამდე ახალი სეზონის შესახებ ჭორებს სერიალის რეჟისორმა ჰვან დონ-ჰიუკმა უპასუხა:

"დიდი წნეხი, მოთხოვნა და სიყვარული გამოხატეთ მეორე სეზონის მიმართ. ვგრძნობ, რომ სხვა გზას არ გვიტოვებთ! ვიტყვი, რომ მეორე სეზონი ნამდვილად იქნება. მასზე ამჟამად ვფიქრობ. ჯერჯერობით დაგეგმვის პროცესში ვარ. მგონია, ჯერ ძალიან ადრეა იმაზე საუბარი, თუ როდის მოხდება ეს. მაგრამ ამას კი გპირდებით: გი-ჰუნი [456-ე მოთამაშე] დაბრუნდება და ის სამყაროსთვის რაღაცას გააკეთებს!", — განაცხადა რეჟისორმა ინტერვიუში.

მოგვიანებით რეჟისორმა ისიც აღნიშნა, რომ ნეტფლიქსთან არა მხოლოდ მეორე, არამედ მესამე სეზონის შესახებაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები.

კალმარის თამაში იმ ადამიანებზე მოგვითხრობს, რომლებიც უფულობის გამო სასიკვდილო თამაშში ერთვებიან. სერიალში საბავშვო თამაშები სისხლიან შეჯიბრებადაა ქცეული, თუმცა საპრიზო თანხა მონაწილეებს თამაშის დატოვების ცდუნებას აძლევინებს.

სერიალმა რეკორდიც დაამყარა და გამოსვლიდან 25 დღეში 111 მილიონი ნახვით ნეტფლიქსის ყველაზე პოპულარული სერიალი გახდა.

ამავე თემაზე: