ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ე.წ. ბუსტერ დოზა მნიშვნელოვნად გვიცავს ე.წ. ომიკრონის შტამით ინფიცირებისგან.

"ომიკრონის შეხვედრის ალბათობა ბუსტერიზაციის შემდგომ არის შემცირებული, 75% ეფექტურობა აქვს, მაშინ, როდესაც 2 დოზის შემდეგ ეს არის 30-დან 50%-მდე. სამი თვის განმავლობაში ბუსტერის შემდგომ ადამიანს 90%-იანი გარანტია აქვს, რომ ჰოსპიტალში არ მოხვდება და სახლის პირობებში გადაიტანს ინფექციას, რაც არ უნდა რისკის მატარებელი იყოს ასაკით, ქრონიკული დაავადებებით და ა.შ.", — განაცხადა კულუმბეგოვმა ფორმულას ეთერში.

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე თბილისში დაფიქსირებული კორონავირუსის შემთხვევების 80% ომიკრონის შტამია, რეგიონებში — 40-60%.

გაიგე მეტი: