ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის ინფორმაციით, თბილისში დაფიქსირებული კორონავირუსის შემთხვევების 80% ომიკრონის შტამია. მისივე თქმით, ეს მაჩვენებელი რეგიონებში 40-60%-ია.

"დღეს, როგორც ვიცით, ჩვენ ძირითადი მონაცემებით, თბილისში თითქმის 80% ომიკრონის შტამია, რეგიონებში ეს 40-დან 60%-მდე მერყეობს. თუ შევხედავთ სხვა ქვეყნის მაგალითებს, გამოჩენიდან დაახლოებით 8 კვირა მაინც დასჭირდა, სანამ თითქმის 100%-ით ჩაანაცვლა ომიკრონმა.

ჩვენთან ეს იყო დაფიქსირებული დაახლოებით 20 დეკემბერს, თუ არ ვცდები. ალბათ, იქამდეც ცირკულირებდა. მოკლედ იანვრის ბოლოს, თებერვლის პირველ ნახევარში საქართველოში, დიდი ალბათობით, ომიკრონი იქნება ძირითადი ვარიანტი", — განაცხადა კულუმბეგოვმა ფორმულას ეთერში.

კულუმბეგოვი ვარაუდობს, რომ ომიკრონის გავრცელების პიკი თებერვლის პირველ ნახევარში იქნება.

გაიგე მეტი: