ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა გერმანიაში სიტყვით გამოსვლისას რუსეთის აგრესიულ საგარეო პოლიტიკაზე საუბრისას საქართველოს მაგალითი მოიყვანა. კონკრეტულად, ბლინკენმა გაიხსენა 2008 წლის ომი და აღნიშნა, რომ 13 წლის შემდგე საქართველოს 300 000 მოქალაქე კვლავ დევნილია.

"ყოფილი საბჭოთა კავშირის ყველა რესპუბლიკა 1990-1991 წლებში გახდა დამოუკიდებელი. ერთ-ერთია საქართველო. რუსეთი შეიჭრა იქ 2008 წელს. 13 წლის შემდეგ 300 000-მდე ქართველი ჯერ კიდევ დევნილია საკუთარი სახლებიდან. ასე ხდება მოლოდვაშიც [...]

თუ რუსეთი მოახდენს უკრაინის ოკუპაციას, რა იქნება შემდეგ? ცხადია, გაძლიერდება რუსეთი შეეცდება, აქციოს მეზობელი სახელმწიფოები მარიონეტებად, გააკონტროლოს მათი ქმედებები და ჩაახშოს დემოკრატიის ნებისმიერი გამოვლინება", — განაცხადა ბლინკენმა.

გერმანიამდე ენტონი ბლინკენი უკრაინაში იმყოფებოდა, სადაც განაცხადა, რომ მცირე დროში სამხედრო ძალების გაზრდა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულად მოქმედების შესაძლებლობას აძლევს.

გაიგე მეტი: