გაფიცვის მე-5 დღეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე სოციალური სააგენტოს თანამშრომლებს შეხვდება
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ ბარკალაია ხვალ სოციალური მომსახურების სააგენტოს გაფიცულ თანამშრომლებს შეხვდება. სააგენტოს 390 თანამშრომელი მე-4 დღეა გაფიცულია, პარალელურად ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციებს მართავენ და პასუხისმგებელ პირებთან შეხვედრას ითხოვენ. დღეს მათ მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან გადაინაცვლეს და განაცხადეს, რომ რადგან სამინისტროსგან პასუხი ვერ მიიღეს, პრემიერმინისტრთან შეხვედრას მოითხოვდნენ.
ამის პარალელურად თამარ ბარკალაია ამტკიცებს, რომ მათი მიზანია სააგენტოს "თანამშრომლების შრომითი უფლებები და შრომითი პირობები იყოს ადეკვატური". მან ხვალ, 12:00 საათზე გაფიცულთა საინიციატივო ჯგუფთან შეხვედრა დააანონსა.
"ჩვენ შევთანხმდით, რომ ხვალ შევიკრიბებით, 12 საათზე, საინიციატივო ჯგუფთან ერთად და უკვე თანამშრომლობისა და დიალოგის რეჟიმში ვისაუბრებთ, თუ რა კონკრეტული ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას სამომავლოდ", — განაცხადა თამარ ბარკალაიამ.
- მოლაპარაკების რესურსი არსებობს, გავაგრძელებთ კომუნიკაციას — ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გაფიცულებზე
სოციალური სააგენტოს 400-მდე თანამშრომელი გაიფიცა. დღეს მათი პროტესტის პირველი დღეა. ისინი ანაზღაურების გაზრდასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. ჯანდაცვის სამინისტროსთან გამართული აქციის პარალელურად, სადაც სააგენტოს თანამშრომლები მინისტრთან შეხვედრას ითხოვდნენ, ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის კანცელარიის შენობაში ბრიფინგისას განაცხადა, რომ მათ ხელფასების ზრდას უკვე დაჰპირდნენ და გაზრდილი ანაზღაურება მათი შრომის ადეკვატურია.
ხელფასების ზრდის შესახებ განცხადება სააგენტომ ჯერ კიდევ გუშინ, გვიან ღამით, გაფიცვამდე რამდენიმე საათით ადრე გაასაჯაროვა. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ სოციალური აგენტის ხელფასი 250 ლარიდან 400 ლარამდე გაიზრდება, უფროსი სოციალური აგენტის კი 550 ლარიდან 700 ლარამდე. ასევე, ოჯახებში შესრულებული ვიზიტების ფარგლებში, ერთ შევსებულ დეკლარაციაზე სოციალური აგენტები 6 ლარის ნაცვლად 10 ლარს მიიღებენ.
გაფიცული თანამშრომლები შეთავაზებულ პირობებზე არ თანხმდებიან. მათი სურთ ანაზღაურების გაზრდა 100%-მდე, ასევე, რეგიონულ განყოფილებებსა და თბლისის ცენტრებში ერთი და იგივე პოზიციებზე დასაქმებულთა ანაზღაურების გათანაბრება. გარდა ამისა, ისინი ითხოვენ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას გაწეული ხარჯებს ანაზღაურებას და დამატებითი სამუშაოს დაკისრების შემთხვევაში, შესაბამისად, დამატებით ანაზღაურებას. სააგენტოს თანამშრომლებს, ასევე, სურთ ხელშეკრულებით განისაზღვროს ხელფასის ყოველწლიური კალკულაცია ინფლაციის კურსის გათვალისწინებით. მოთხოვნები ეხება სააგენტოს ცენტრებში დასაქმებულ პირთა რაოდენობის ზრდას, რათა "არ მოუწიოს დასაქმებულს სხვა დამატებითი პოზიციების ფუნქცია მოვალეობის შეთავსება".
გაიგე მეტი:
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
-
-
გადახედვაევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში ევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს ლაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს
-
გადახედვაპუტინი სუვერენიტეტის განმტკიცების უმნიშვნელოვანეს პირობად ტრადიციული ფასეულობების დაცვას ასახელებს პუტინი სუვერენიტეტის განმტკიცების უმნიშვნელოვანეს პირობად ტრადიციული ფასეულობების დაცვას ასახელებს
-
გადახედვაენ ჰეთეუეი იხსენებს, როგორ მოუწია ერთ კასტინგზე 10 კაცისთვის ეკოცნა ენ ჰეთეუეი იხსენებს, როგორ მოუწია ერთ კასტინგზე 10 კაცისთვის ეკოცნა
-
-
-
გადახედვანაფიცმა მსაჯულებმა 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს პირს, რომელმაც მეზობელი მოკლა ნაფიცმა მსაჯულებმა 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს პირს, რომელმაც მეზობელი მოკლა
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
კომენტარები