რაგბის კავშირის თანამშრომლის თქმით, დეპარტამენტი გაუუქმეს და გაათავისუფლეს
რაგბის კავშირის ყოფილი წევრების ნაწილის განცხადებით, პრეზიდენტმა სოსო ტყემალაძემ ისინი გაათავისუფლა, რადგან, პრეზიდენტის არჩევნების პერიოდში მას არ უჭერდნენ მხარს. რაგბის კავშირი კი ამბობს, რომ გათავისუფლება რეორგანიზებისა და საკადრო ცვლილებების ფარგლებში მოხდა.
ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი, სიმონ მაისურაძე, რომელიც მაღალი მიღწევების დეპარტამენტში მუშაობდა, მედიასთან ამბობს, რომ მისი გათავისუფლება კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის მოთხოვნის შემდეგ მოხდა.
"გამათავისუფლა სოსო ტყემალაძემ კავშირის დე ფაქტო პრეზიდენტმა — შარლატანმა, მატყუარამ, ოროსანმა, გაუნათლებელმა პრეზიდენტმა. პოლიტიკოსების დასმულმა პრეზიდენტმა. სოსო ტყემალაძე როდესაც მოვიდა პრეზიდენტად, ხელფასები იგვიანებდა და მან ჩვენი შეხვედრისას თქვა, რომ წულუკიანი მას არ ურიცხავდა კავშირის კუთვნილ დაფინანსებას, სახელმწიფო დაფინანსებას, თუ ის არ გააკეთებდა წმენდას. ვერ მომინახეს ვერანაირი მიზეზი გათავისუფლებისთვის და გააუქმეს ჩემი თანამდებობა, მაღალი მიღწევების მენეჯერი ვარ. ასევე, გაათავისუფლეს ძალიან კარგი თანამშრომელი, უმეტესწილად ესენი არიან ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერები", — ამბობს ის.
რაგბის კავშირი აცხადებს, რომ რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. მათი თქმით, რეორგანიზაცია და სტრუქტურული ცვლილებები დაიგეგმა და განხორციელდა მსოფლიო რაგბთან კონსულტაციებითა და შეთანხმებით, ორგანიზაციის ოპტიმიზაციის მიზნით.
"საქართველოს რაგბის კავშირი პასუხობს 20 იანვარს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც გაჟღერდა მცდარი მოსაზრება, რომ რაგბის კავშირში რეორგანიზაცია და საკადრო ცვლილებები დაიწყო კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, ქალბატონი თეა წულუკიანის მოთხოვნით.
რაგბის კავშირი სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. რეორგანიზაცია და სტრუქტურული ცვლილებები დაიგეგმა და განხორციელდა მსოფლიო რაგბთან კონსულტაციებითა და შეთანხმებით, ორგანიზაციის ოპტიმიზაციის მიზნით.
აღსანიშნავია, რომ რაგბის კავშირის სტრუქტურული ცვლილებები, რეორგანიზაცია და კადრების შემცირება იყო იმ მორაგბეების ერთ-ერთი მოთხოვნა და წინასაარჩევნო დაპირება, რომლებიც დღეს საპირისპირო განცხადებებს ავრცელებენ", — ვკითხულობთ განცხადებაში.
სოსო ტყემალაძე რაგბის კავშირის პრეზიდენტად 10 მარტს აირჩიეს. მისი არჩევა აქციისა და დაპირისპირების ფონზე წარმიმართა, რადგან პრეზიდენტობის კანდიდატის, ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერები მიიჩნევდნენ, რომ ყრილობა არალეგიტიმურია.
2020 წლის 30 დეკემბერს ჩატარებულ არჩევნებში არჩეულ კანდიდატს, ირაკლი აბუსერიძეს საჯარო რეესტრმა უარი კავშირის წესდების საფუძველზე უთხრა. რეესტრის განმარტებით, კვორუმის არარსებობის გამო ჩაშლილი კრება განმეორებით 30 დღეში უნდა ჩანიშნულიყო. რეალურად კი, ის ათ თვეში გაიმართა.
2021 წლის 22 იანვარს ირაკლი აბუსერიძემ საჯარო რეესტრში ადმინისტრაციული საჩივარი შეიტანა, სადაც ის არ დაეთანხმა მისთვის დამატებითი დოკუმენტების მოთხოვნას. საჯარო რეესტრმა საბოლოო გადაწყვეტილება აბუსერიძისთვის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ 8 თებერვალს მიიღო. სწორედ ამის შემდეგ ჩაინიშნა ახალი არჩევნები, რომლის ერთადერთი კანდიდატი, სოსო ტყემალაძე იყო.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები