Google Play Games დღეიდან უკვე Windows-ზეც იქნება ხელმისაწვდომი. ბეტა ტესტირება რამდენიმე ქვეყანაში დაიწყო. Google-მა რეგისტრაციის მიხედვით აპლიკაციის ბეტა ტესტირება Windows-ზე ჰონგ-კონგში, სამხრეთ კორეასა და ტაივანში დაიწყო. ეს იმას ნიშნავს, რომ ვინდოუსზე ხელმისაწვდომი იქნება ანდროიდის ისეთი თამაშები, როგორებიცაა Mobile Legends, Summoners War, State of Survival და Three Kingdoms Tactics.

ეს თამაშის პროცესს ძირეულად შეცვლის. სმარტფონის პატარა ეკრანთან შედარებით დიდ მონიტორზე თამაში ბევრად უფრო კომფორტული იქნება. ამასთანავე, თქვენი პროგრესი ყველა პლატფორმას შორის დასინქრონდება, რაც იმას ნიშნავს, რომ თამაშის გაგრძელებას ნებისმიერი მოწყობილობიდან შეძლებთ.

Google გვპირდება, რომ ბეტა ტესტირების გაფართოების შესახებ მეტ დეტალს მალე გაგვანდობს. ოფიციალურ გამოსვლა 2022 წელს არის დაგეგმილი.

აღსანიშნია, რომ ჯერ Google Play Games-ის Windows ვერსიაში ბევრი თამაში ხელმისაწვდომი არ არის, თუმცა ბეტა ტესტირების რეჟიმში ეს ნორმალურია.

ეს ნაბიჯი Google-ისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ისტორიაში პირველად ხდება, როდესაც Android-ისა და Chrome OS-ის გარდა Google Play-ის თამაშები სხვა პლატფორმაზეც ხდება ხელმისაწვდომი. Google-ისთვის ეს ძალიან მომგებიანი იქნება.