21 იანვარს წყნეთი-ბეთანიის საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება. როგორც თბილისის მთავრობის სხდომის დაწყებამდე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, მიზეზი მეწყრული პროცესების პრევენციისთვის შესაბამისი სამუშაოების ჩატარებაა.

"წყნეთი-ბეთანიის საავტომობილო გზაზე, მორიგი მონიტორინგის საფუძველზე, მეწყრული პროცესების საპრევენციო ღონისძიებები ხორციელდება. უსაფრთხოების მიზნით, საავტომობილო გზის მარცხენა ფერდობზე, ე.წ. ახალდაბის დიდი მეწყრული სხეულის არეალში მიმდინარეობს ტერიტორიის გაწმენდის სამუშაოები. ჩვენთვის ყველაზე მთავარია, რომ უსაფრთხოება იყოს დაცული, ამიტომ, ამ მონაკვეთში დროებით შევზღუდავთ გადაადგილებას, რათა მაქსიმალურად მოვასწროთ ყველა ტიპის სამუშაო ისე, რომ უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული", — განაცხადა კახა კალაძემ.

დილის 7 საათიდან ღამის 12 საათამდე საავტომობილო მოძრაობა ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლიდან წყნეთი-კოჯრის გზაჯვარედინამდე შეიზღუდება.