დისნეის რიგით მესამოცე ანიმაციამ, სახელწოდებით Encanto, უკვე უამრავი მაყურებლის გული მოიგო. განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა საუნდტრეკებმა: სიმღერა We Don't Talk About Bruno ამერიკული მუსიკალური ჩარტების ლიდერი გახდა და პოპულარობით Frozen-ის ოსკაროსან ჰიტსაც Let It Go გადაუსწრო.

მსოფლიოში ეს უკვე ცნობილი და აღიარებული ანიმაცია ქართული კინოთეატრებისთვის Bravo Records-მა გაახმოვანა, მათ შორის სიმღერებიც, რომელთა მოსმენა Spotify-ზეც შესაძლებელია: დისნეიმ სიმღერების ქართული ვერსიები ალბომად გამოაქვეყნა.

ეს კი პირველი შემთხვევაა, როცა ისეთი დიდი კომპანია, როგორიც დისნეია, თავისი სიმღერების ქართულ ვარიანტებს ოფიციალურად ავრცელებს.

ქართულ დუბლირებაზე მუშაობდნენ:

სიმღერის შემსრულებლები:
პეპა: სალომე ესაძე
ფელიქსი: ლუკა ახალაძე
დოლორესი: თეკლა სულაქველიძე
კამილო: სანდრო კახეთელიძე
ბებია ალმა: ნათია კავსაძე
იზაბელი: ლალი გოგიძე
ლუიზა: მემე ჟორდანია
მირაბელი: ნატალია ნაყოფია

დუბლირების რეჟისორი: ნინა შადური
ხმის რეჟისორი: სანდრო მაზიაშვილი
მუსიკალური პროდიუსერი: ალეკო ბერძენიშვილი
სიმღერის ტექსტის ავტორი: მაკა აროშიძე

აღსანიშნავია, რომ ენკანტო ოქროს გლობუსის 2022 წლის დაჯილდოებაზე წლის საუკეთესო ანიმაციად დასახელდა. წინაა ოსკარების დაჯილდოება, სადაც მას ასევე დიდ წარმატებას უწინასწარმეტყველებენ.

ანიმაცია, რომლის სიმღერის ტექსტებიც საკულტო მიუზიკლის ჰამილტონი შემქმნელმა, ლილ-მანუელ მირანდამ დაწერა, ლათინურ-ამერიკული კულტურით შთაგონებული ჯადოსნური ისტორიის შესახებ მოგვითხრობს.

ქართველ მაყურებელს ამჟამად შესაძლებლობა აქვს, ენკანტო კინოთეატრებში დიდ ეკრანზე იხილოს.