როგორც წესი, ყოველი წლის დასრულების შემდეგ კინოკრიტიკოსები თუ უბრალოდ კინომოყვარულები საუკეთესო ფილმების სიას ადგენენ და ასე გასულ წელს აჯამებენ ხოლმე.

2019 და 2020 წლებში ჩვენს პლატფორმაზეც გამოქვეყნდა მსგავსი ჩამონათვალი, მაგრამ ამჯერად გადავწყვიტეთ, რომ 2021 წლის საუკეთესო კინოსურათების გამოსავლენად არჩევანი მკითხველებისთვის მიგვენდო.

გამოკითხვაში, რომელიც ჩვენს ვებგვერდზე მიმდინარეობდა, ნებისმიერ მსურველს შეეძლო, თავისი ერთი ფავორიტი ფილმი მოენიშნა: სულ წარმოდგენილი იყო 24 ფილმი, რომლებიც ქართული აუდიტორიისთვის გასულ წელს მეტ-ნაკლებად ყველაზე აქტუალური იყო და მათი უმეტესობის ხილვა კინოთეატრებში იყო შესაძლებელი.

გამოკითხვაში მონაწილეობა დაახლოებით 3 500-მდე ადამიანმა მიიღო და 2021 წლის ფილმების საუკეთესო ათეული შემდეგნაირად გადანაწილდა:

10. სპენსერი / Spencer — 43 ხმა (1%)

ფოტო: NEON

9. ფრანგული მაცნე / The French Dispatch — 44 ხმა (1%)

ფოტო: Searchlight

8. მატრიცა 4 / The Matrix Resurrections — 51 ხმა (1%)

ფოტო: Warner Bros

7. ტიტანიუმი / Titane — 58 ხმა (2%)

ფოტო: Neon

6. გუჩის სახლი / House of Gucci — 66 ხმა (2%)

ფოტო: MGM

5. ძაღლის ძალაუფლება / The Power of the Dog — 96 ხმა (3%)

ფოტო: Netflix

4. არ აიხედო / Don't Look Up — 133 ხმა (4%)

ფოტო: Netflix

3. დიუნი / Dune — 362 ხმა (11%)

ფოტო: CHIABELLA JAMES

2. კრუელა / Cruella — 499 ხმა (15%)

ფოტო: Disney

1. სპაიდერმენი 3 / Spider-Man: No Way Home — 1650 ხმა (49%)

ფოტო: Marvel

იზიარებთ გამოკითხვის შედეგებს? თქვენი შთაბეჭდილებები კომენტარებში დაგვიტოვეთ.