სოციალური სააგენტოს თანამშრომლები კანცელარიასთან შეიკრიბნენ და პრემიერმინისტრთან შეხვედრას ითხოვენ
სოციალური მომსახურების სააგენტოს გაფიცული თანამშრომლები თბილისში, მთავრობის კანცელარიასთან, ხოლო ბათუმში, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციებს მართავენ. მათი მოთხოვნა პრემიერმინისტრთან შეხვედრაა. როგორც ერთი-ერთი გაფიცული სოციალური აგენტი, თეა ნარიმანიშვილი ამბობს, პროტესტის გამოხატვა მთავრობის კანცელარიასთან მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ჯანდაცვის სამინისტროსგან მათ მოთხოვნებზე პასუხი ვერ მიიღეს.
"დღეს იმიტომ მოვედით ჩვენ კანცელარიასთან, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან არავინ არ გამოგვეხმაურა, არავინ არ იქნება ჩვენთან შეხვედრა. არც ჩვენმა უშუალო დირექტორმა, არც მინისტრის მოადგილემ, არ მინისტრმა. ანუ, დაგვტოვა აბსოლუტურად უყურადღებოდ, არ მოგვისმინა. ცალმხრივად იღებს გადაწყვეტილებას. ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც ჩვენ არ ვეთანხმებით", — განაცხადა ნარიმანიშვილმა TV ეთერში.
აჭარის ჯანდაცვის მინისტრთან, ნინო ნიჟარაძესთან შეხვედრას ითხოვენ სააგენტოს გაფიცული თანამშრომლები ბათუმში.
"ჩვენ ვითხოვთ პირველ რიგში, ხელფასების მატებას, დეკრეტულ ანაზღაურებას, დაზღვევას ვითხოვთ. ერთთვიანი ხელშეკრულებები გავქვს და ამ ხელშეკრულებების უვადოობას ვითხოვთ და ვითხოვთ პრემიერმინისტრთან და ჩვენს მინისტრთან შეხვედრას", — განაცხადა ერთ-ერთმა სოციალურმა აგენტმა.
ამ აქციების დაანონსების შემდეგ, გუშინ, 19 აგვისტოს, სოციალური აგენტების ნაწილმა ზეწოლაზე დაიწყო საუბარი. თეა ნარიმანიშვილმა On.ge-ს უთხრა, რომ "ზემდგომს" არ სურდა გაფიცულიყვნენ და ერთ-ერთ თანამშრომელზე ზეწოლა განხორციელდა.
- მოლაპარაკების რესურსი არსებობს, გავაგრძელებთ კომუნიკაციას — ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გაფიცულებზე
სოციალური სააგენტოს 400-მდე თანამშრომელი გაიფიცა. დღეს მათი პროტესტის პირველი დღეა. ისინი ანაზღაურების გაზრდასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. ჯანდაცვის სამინისტროსთან გამართული აქციის პარალელურად, სადაც სააგენტოს თანამშრომლები მინისტრთან შეხვედრას ითხოვდნენ, ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის კანცელარიის შენობაში ბრიფინგისას განაცხადა, რომ მათ ხელფასების ზრდას უკვე დაჰპირდნენ და გაზრდილი ანაზღაურება მათი შრომის ადეკვატურია.
ხელფასების ზრდის შესახებ განცხადება სააგენტომ ჯერ კიდევ გუშინ, გვიან ღამით, გაფიცვამდე რამდენიმე საათით ადრე გაასაჯაროვა. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ სოციალური აგენტის ხელფასი 250 ლარიდან 400 ლარამდე გაიზრდება, უფროსი სოციალური აგენტის კი 550 ლარიდან 700 ლარამდე. ასევე, ოჯახებში შესრულებული ვიზიტების ფარგლებში, ერთ შევსებულ დეკლარაციაზე სოციალური აგენტები 6 ლარის ნაცვლად 10 ლარს მიიღებენ.
გაფიცული თანამშრომლები შეთავაზებულ პირობებზე არ თანხმდებიან. მათი სურთ ანაზღაურების გაზრდა 100%-მდე, ასევე, რეგიონულ განყოფილებებსა და თბლისის ცენტრებში ერთი და იგივე პოზიციებზე დასაქმებულთა ანაზღაურების გათანაბრება. გარდა ამისა, ისინი ითხოვენ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას გაწეული ხარჯებს ანაზღაურებას და დამატებითი სამუშაოს დაკისრების შემთხვევაში, შესაბამისად, დამატებით ანაზღაურებას. სააგენტოს თანამშრომლებს, ასევე, სურთ ხელშეკრულებით განისაზღვროს ხელფასის ყოველწლიური კალკულაცია ინფლაციის კურსის გათვალისწინებით. მოთხოვნები ეხება სააგენტოს ცენტრებში დასაქმებულ პირთა რაოდენობის ზრდას, რათა "არ მოუწიოს დასაქმებულს სხვა დამატებითი პოზიციების ფუნქცია მოვალეობის შეთავსება".
გაიგე მეტი:
-
გადახედვაპარლამენტთან ახალგაზრდები აქციას მართავენ — რუსთაველი გადაკეტილია პარლამენტთან ახალგაზრდები აქციას მართავენ — რუსთაველი გადაკეტილია
-
გადახედვააზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს აზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს
-
გადახედვააქციის დროს დაკავებული ირაკლი კუპრაძე და გელა ხასაია გაათავისუფლეს აქციის დროს დაკავებული ირაკლი კუპრაძე და გელა ხასაია გაათავისუფლეს
-
გადახედვასაგარეოში უარყოფენ, რომ საქართველოს ელჩი გერმანიაში ბუნდესტაგში დაიბარეს — რა ვიცით საგარეოში უარყოფენ, რომ საქართველოს ელჩი გერმანიაში ბუნდესტაგში დაიბარეს — რა ვიცით
-
გადახედვაროგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა როგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა
-
გადახედვარაზე საუბრობს პრეზიდენტი ევროპულ მედიასთან — ზურაბიშვილის ინტერვიუები სამ ტელეარხთან რაზე საუბრობს პრეზიდენტი ევროპულ მედიასთან — ზურაბიშვილის ინტერვიუები სამ ტელეარხთან
-
გადახედვაოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით
-
გადახედვატეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე ტეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე
-
გადახედვაარა, ფეისბუკი თქვენს ფოტოებს უნებართვოდ არ გამოიყენებს — რა ხდება სინამდვილეში არა, ფეისბუკი თქვენს ფოტოებს უნებართვოდ არ გამოიყენებს — რა ხდება სინამდვილეში
-
გადახედვანახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა ნახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა
-
გადახედვახოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი ხოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი
-
გადახედვაგიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ გიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ
-
გადახედვაპრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს პრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს
-
გადახედვაკვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს კვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს
-
-
გადახედვათამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან თამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან
-
გადახედვაუშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი — ელისაშვილი უშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი — ელისაშვილი
-
გადახედვაქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო ქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო
-
გადახედვამარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ მარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ
-
-
კომენტარები