ალბათ, კონკრეტული ფილმისა თუ ანიმაციის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება გვაქვს, როცა ჩვენს საყვარელ პერსონაჟებში საკუთარი თავის ამოცნობა შეგვიძლია. გამონაკლისი არც დისნეის ახალი ანიმაცია, სახელად Encanto-ია, რომელშიც საკუთარი თავი უამრავმა პატარამ თუ ზრდასრულმა იპოვა.

2 წლის მანუ მარკესი მათ შორისაა, ვისთვისაც ახალი ანიმაცია განსაკუთრებულად ძვირფასი აღმოჩნდა. ამის მიზეზი კი ისაა, რომ მანუმ საკუთარი თავი ანიმაციის მთავარ პერსონაჟს, მირაბელს მიამსგავსა. მანუს დედამ შვილის ვიდეოც გამოაქვეყნა, სადაც ბავშვი ამტკიცებს, რომ მირაბელია.

ფოტო: Hannary Araújo

ფოტო: Hannary Araújo

"ეს მე ვარ, დედიკო", — ახარებს მანუ დედას.

"არაფერი შეედრება შენი შვილის ბედნიერების დანახვას მაშინ, როცა დისნეის ანიმაციაში საკუთარ თავს ხედავს", — ამბობს მანუს დედა.

აღსანიშნავია, რომ მირაბელი დისნეის პირველი მთავარი პერსონაჟი ქალია, რომელიც სათვალეს ატარებს, რის გამოც ის მანუსა და სხვა უამრავი ბავშვისთვის განსაკუთრებულად საყვარელი გახდა.

2 წლის მანუს აღფრთოვანება მარტივად გასაგებია: მისი მირაბელისგან გარჩევა თითქმის შეუძლებელია!