ადგილობრივი დემოკრატია კრიზისს განიცდის — TI არჩევნების შემდგომ პრობლემებზე საუბრობს
საერთაშორისო გამჭვირვალობის ანგარიშში ადგილობრივი დემოკრატიის პრობლემები არჩევნების შემდეგ ვკითხულობთ, რომ ადგილობრივი დემოკრატია კრიზისს განიცდის, რაც თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ სხვადასხვა მუნიციპალიტში მიმდინარე პროცესებმა აჩვენა. ორგანიზაციის განცხადებით, პოლიტიკური პარტიების შეუთანხმებლობა, საკადრო ცვლილებების გაუმჭვირვალობა, დაშინება, მოსყიდვა და ძალმომრეობის სხვა ფორმების გამოყენება, აზარალებს ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებს და აფერხებს პოლიტიკური პროცესის განვითარებას.
მათი თქმით, არცერთ ხელისუფლებას არ გადაუდგამს მკაფიო ნაბიჯები მეტი დეცენტრალიზაციისკენ, ადგილობრივი დემოკრატიის გასაძლიერებლად, მეტიც — ყველა რეფორმის საბოლოო მიზანი ცენტრალური მმართველობის გაძლიერება და მმართველი პარტიის პოლიტიკური ძალაუფლების გამყარებაა.
TI რამდენიმე მთავარ პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას:
- საკრებულოების საქმიანობის ჩაშლა;
- მანიპულირება 2022 ბიუჯეტის დამტკიცებით;
- ოპონენტებზე ზეწოლის სავარაუდო ფაქტები;
- გაუმჭვირვალე საკადრო გადაადგილებები.
"ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებით, 7 მუნიციპალიტეტის (ბათუმი, რუსთავი, ზუგდიდი, ჩხოროწყუ, სენაკი, წალენჯიხა და მარტვილი) საკრებულოებში ოპოზიციას ჯამურად მეტი წევრი ჰყავს, ვიდრე ქართულ ოცნებას, თუმცა მყარი უმრავლესობა არცერთ პარტიას არ გააჩნია. კრიზისის დაძლევა შეძლეს მხოლოდ ჩხოროწყუსა და მარტვილის მუნიციპალიტეტებში. ბათუმის, რუსთავის, ზუგდიდის, სენაკისა და წალენჯიხის საკრებულოებში დღემდე ვერ ირჩევენ საკრებულოს თავმჯდომარეებს, თავმჯდომარის მოადგილეებს, შესაბამისად არც მუდმივმოქმედი კომისიები დაკომპლექტებულა", — ვკითხულობთ TI-ს განცხადებაში.
ორგანიზაცია ამახვილებს ყურადღებას იმაზეც, რომ წალენჯიხაში ჯერ კიდევ არ დაუმტკიცებიათ ბიუჯეტი, რაც შესაძლოა საკრებულოს და მერის დათხოვნის მიზეზიც გახდეს.
"მსგავსი სცენარის (საკრებულოსა და მერის ხელახალი არჩევნები) თავიდან აცილების მიზნით, მმართველმა პარტიამ უპრეცედენტოდ დაჩქარებულ ვადებში მიაღებინა ბიუჯეტი ძველი, 2017 წლის მოწვევის საკრებულოებს იმ მუნიციპალიტეტებში (ბათუმი, რუსთავი, ზუგდიდი, ჩხოროწყუ, სენაკი, მარტვილი), სადაც ქართული ოცნება 2021 წლის არჩევნების შედეგად მყარი უმრავლესობით არ აურჩევიათ, მაგრამ მერის პოზიციაზე სწორედ ოცნების წარმომადგენლებმა გაიმარჯვეს. ბათუმის საკრებულომ ამისთვის საგანგებოდ შეცვალა რეგლამენტიც. ეს პროცესი წაახალისა პრემიერ-მინისტრმა თავისი განცხადებით, სადაც აღნიშნა, რომ ცენტრალურ ხელისუფლებაში ქართული ოცნებაა და ოპოზიცია ადგილობრივ დონეზე მათ გარეშე "ნაბიჯს ვერ გადადგამდა", — წერია განცხადებაში.
TI საუბრობს სავარაუდო ზეწოლის ფაქტებზე. მათი განცხადებით, ყურადღება უნდა გამახვილდეს, როგორ დატოვეს პარტიის რიგები საქართველოსთვის წევრებმა ნანა ლომონჯავამ წალენჯიხაში და ირაკლი თავდგირიძემ ბათუმში.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ განსაკუთრებით მაღალია საჯარო ინტერესი ბათუმის საკრებულოს წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების ფაქტზე.
"ამ დრომდე უშედეგოდ მიმდინარეობს გამოძიება კიდევ ერთ საქმეზე — 2021 წლის 30 დეკემბერს ზუგდიდის საკრებულოს წევრს, პარტია საქართველოსთვის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელს მალხაზ თორიასა და მის არასრულწლოვან შვილს თავს დაესხნენ, დაემუქრნენ იარაღით, გაუსწორდნენ ფიზიკურად და დაუზიანეს ავტომობილი. თორია აღნიშნულ თავდასხმას მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, ზეწოლა განხორციელდა მათი პარტიიდან დმანისის საკრებულოს წევრზე, რამიზ რამაზანოვზე — იგი რამდენიმე დღე გაუჩინარებული იყო. არჩევნების შედეგად დმანისის საკრებულოში ქართულმა ოცნებამ და ნაციონალურმა მოძრაობამ თანაბარი ოდენობის მანდატები მიიღეს. საკრებულოს თავმჯდომარედ ქართული ოცნების წარმომადგენლის არჩევა მხოლოდ მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც მას მხარი რამაზანოვმაც დაუჭირა, თავად რამაზანოვი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს", — აღნიშნულია განცხადებაში.
TI აღნიშნავს, რომ ადგილობრივი მოქალაქეების წინაშე პრობლემებს წარმოშობს მუნიციპალური სამსახურებისა და ა(ა)იპების ხელმძღვანელთა დანიშვნის პროცესის გამჭვირვალობის ხარისხი.
ორგანიზაციის განცხადებით დემოკრატიის კრიზისი განპირობებულია იმ კომპლექსური პრობლემებით, რომელიც წლებია ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემაში არსებობს. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ამის ერთ-ერთ დასტურად შეიძლება მივიჩნიოთ პარლამენტის მიერ 2021 წლის დეკემბერში დაჩქარებული წესით მიღებული გადაწყვეტილება საკრებულოებში თანამდებობის პირთა რაოდენობის გაზრდის შესახებ, რაც მიზნად ისახავს საკრებულოებში არჩეული მმართველი პარტიის აქტიური წევრების თანამდებობებით უზრუნველყოფასა და სახელმწიფო სახსრებით დაფინანსებას.
ისინი მოუწოდებენ პოლიტიკურ პარტიებს დროულად გადადგან ქმედითი ნაბიჯები შეთანხმებისაკენ, რათა სრულფასოვნად წარმართონ ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობა და არ დააზარალონ მოქალაქეთა ინტერესები.
-
გადახედვაGPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა GPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა
-
გადახედვაშესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს შესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს
-
გადახედვაოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს! ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს!
-
გადახედვაკვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ კვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ
-
გადახედვალაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო ლაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო
-
გადახედვალავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია" ლავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია"
-
გადახედვავახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება ვახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება
-
გადახედვახაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით ხაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით
-
გადახედვარა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა რა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა
-
გადახედვაოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2 ოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2
-
-
გადახედვატაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს ტაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
-
გადახედვასაფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია
-
გადახედვაოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI ოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI
-
გადახედვასადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა სადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა
-
გადახედვაპარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა პარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა
-
გადახედვამოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით მოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით
-
გადახედვაევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე ევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე
-
გადახედვაპარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა პარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა
-
გადახედვავენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს ვენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს
-
გადახედვაDRI-ის შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს DRI-ის შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს
კომენტარები