Encanto-ს საუნდტრეკმა ჩარტებში პოპულარობით Let It Go-ს აჯობა
რამდენიმე კვირის წინ გამოვიდა დისნეის რიგით მე-60 ანიმაცია Encanto, რომელმაც მალევე დაიპყრო მილიონობით მაყურებლის გული.
მართალია, ბევრი მოიხიბლა ამ მულტფილმში მოთხრობილი ისტორიით, მასში წარმოჩენილი უნიკალური პერსონაჟებითა და ზღაპრული ვიზუალური მხარით, მაგრამ როგორც დისნეის ანიმაციას შეეფერება, განსაკუთრებული მოწონება მაინც სიმღერებმა დაიმსახურა.
ყველაზე დიდი პოპულარობა სიმღერამ, სახელწოდებით We Don't Talk About Bruno, მოიპოვა: ამერიკულ მუსიკალურ ჩარტებში, Billboard-ის 100 ყველაზე მოთხოვნად სიმღერებს შორის, მეოთხე ადგილი დაიკავა, რითაც ისეთ ცნობილ სიმღერასაც გადაასწრო, როგორიცაა Frozen-ის ოსკაროსანი ჰიტი Let It Go.
ბოლო ოფიციალური ინფორმაციით, Encanto-ს საუნდტრეკს 30 მილიონზე მეტჯერ მოუსმინეს და თითქმის 10 000-ჯერ ჩამოტვირთეს. ეს მოულოდნელად კარგი შედეგია, რადგან 2014 წელს იდინა მენზელის მიერ შესრულებულმა Let It Go-მ ჩარტებში მე-5 ადგილის დაკავება შეძლო მხოლოდ.
აღსანიშნავია, რომ We Don't Talk About Bruno-ს სცენას იუთუბის პლატფორმაზეც უკვე 100 მილიონზე მეტი ნახვა აქვს.
ეს შედეგები, ალბათ, არც ისე მოულოდნელია, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ლათინურ-ამერიკული კულტურით შთაგონებული ამ ჯადოსნური ისტორიის შექმნაში დიდი წვლილი შეიტანა ლინ-მანუელ მირანდამ, რომელსაც ბევრი ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიუზიკლით — ჰამილტონი იცნობს: სწორედ მან დაწერა სიმღერები ამ მუსიკალური ანიმაციისთვისაც.
Encanto უკვე წლის საუკეთესო ანიმაციად დასახელდა ოქროს გლობუსზე და მისი ნახვა ჯერ კიდევ შეგიძლიათ ქართულ კინოთეატრებში დიდ ეკრანზე.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
კომენტარები