ბრიტანეთში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი იხსნება. ინფორმაციას BBC ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა დღეს ისაუბრა.

მედიის ცნობით, მომავალი კვირიდან ბრიტანეთში კლუბებსა და დიდ ღონისძიებებზე კოვიდპასპორტების წარდგენის სავალდებულო აღარ იქნება, თუმცა ორგანიზატორებს სურვილის შემთხვევაში მათი მოთხოვნა შეეძლებათ. იხსნება პირბადის ტარების ვალდებულებაც, თუმცა მთავრობა კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ დახურულ სივრცეებსა და ხალხმრავალ ადგილებში ნიღბები ატარონ.

ახალი გადაწყვეტილების თანახმად, ხუთშაბათიდან სავალადებული აღარ იქნება პირბადის ტარება არც სკოლებში. ამასთან, როგორც ჯონსონმა აღნიშნა, მოსახლეობას სახლიდან მუშაობას აღარ ურჩევენ. მისივე თქმით, უახლოეს დღეებში მოსალოდნელია მოგზაურობის წესების შემსუბუქებაც.