დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, კორონავირუსის პიკი, ალბათ, თებერვლის დასაწყისში იქნება. მისი თქმით, ელოდებიან 15 ათასამდე დადასტურებულ შემთხვევას. ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში ისაუბრა.

"ომიკრონი ძალიან სწრაფად ვრცელდება, ომიკრონი ყველანაირ რეკორდს ხსნის ყველა ქვეყანაში ერთდროულად ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით და ჩვენც მივდივართ ამ მხრივ. ეს, სამწუხაროდ, ასე იქნება — 8 000 დიაგნოსტირებული არაფერს არ ნიშნავს, შეიძლება, რეალური 2-3-ჯერ მეტი იყო და ჩვენი პროგნოზიც იყო. როცა ჩვენ ვთქვით, რომ პიკზე რომ გავალთ, ალბათ, თებერვლის პირველ დეკადაში გავალთ პიკზე და ველოდებით, სადღაც, 12-15 ათას დიაგნოსტირებულ შემთხვევას, რაც რა თქმა უნდა, რეალობაში 2-3-ჯერ მეტი იქნება", — განაცხადა მან.

19 იანვრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 8 728 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 8 545, ხოლო გარდაიცვალა — 43 ადამიანი.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: