შვეიცარიამ საქართველოს კოვიდპასპორტები აღიარა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში შვეიცარის საელჩო ავრცელებს.

ინფორმაცია უკვე მითითებულია შვეიცარიის ჯანდაცვის ფედერალური დეპარტამენტის ვებ-გვერდზე. როგორც იქ ვკითხულობთ, შვეიცარია აღიარებს ევროკავშირის/EFTA-ს ქვეყნებისა და მესამე ქვეყნების მიერ გაცემული სერთიფიკატებს, რომლებიც ევროკავშირის სისტემასთან არის დაკავშირებული. თუმცა ვებ-გვერდზე აღნიშნულია, რომ ქვეყანაში შესულ მოქალაქეებს კოვიდპასპორტის გარდა, სავალდებულო ტესტირების გავლაც მოეთხოვებათ.

საქართველოში მწვანე პასპორტები პირველ დეკემბერს ამოქმედდა. ქვეყანაში 2 აპლიკაცია მუშაობს მწვანე პასპორტის ასაღებად და შესაბამისად, ორი ტიპის მწვანე საშვი გვაქვს. ერთს ევროკავშირი აღიარებს და ამ აპლიკაციით მწვანე პასპორტს ვერ აიღებენ ისინი, ვინც კორონავირუსი 6 თვეზე მეტი ხნის წინ გადაიტანა. სწორედ ამიტომ შეიქმნა მეორე აპლიკაცია, სადაც იმ პირების კოდებიც ჩანს, ვისაც კორონავირუსი დიდი ხნის წინ აქვს გადატანილი.

ე.წ. უვადო მწვანე პასპორტი კორონაგადატანილებისთვის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების მხრიდან კრიტიკის საგანი გახდა.

გაიგეთ მეტი: