ხელოვნების ლამის ყველა მიმართულებით 2000-იანების ნოსტალგიის ზრდასთან ერთად მოულოდნელი სიურპრიზებიც იმატებს. ამჯერად განსაკუთრებული სიახლე ემო მუსიკის მოყვარულებისთვის გვაქვს:

2022 წლის 22 ოქტომბერს ლას-ვეგასში გაიმართება მუსიკალური ფესტივალი When We Were Young (როცა ახალგაზრდები ვიყავით), რომელშიც პანკ-როკის, პოპ-როკისა და ალტერნატიულ როკის ძალიან ბევრი ცნობილი ბენდი და მუსიკოსი იღებს მონაწილეობს.

მათ შორის განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია My Chemical Romance და Paramore, რომლებიც ერთგულ მსმენელებში დღემდე არ კარგავენ პოპულარობას. თანაც Paramore, რომლის სოლისტიც ცნობილი მომღერალი ჰეილი უილიამსია, ოთხი წლის შემდეგ პირველად ბრუნდება სცენაზე.

გამომსვლელთა შორის ასევე არიან ყველასათვის საყვარელი ავრილ ლავინი, Bring Me the Horizon, A Day to Remember, Bright Eyes, Jimmy Eat World და სხვები.

მუსიკალურ ფესტივალზე When We Were Young დასასწრები ბილეთების გაყიდვა 21 იანვრიდან დაიწყება და ბილეთების საწყისი ფასი $19.99 იქნება.