ომბუდსმენის მიერ შექმნილი ექიმთა ჯგუფის წევრის განცხადებით, დღეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ მომზადებული დასკვნა შემაჯამებელია, რადგან მათი ბოლო ვიზიტების განმავლობაში არაფერი შეცვლილა. მისი თქმით, "პრაქტიკულად, ერთ წრეზე ტრიალებენ".

"შემაჯამებელია ეს ჩვენი შეკრება, იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო 3 ვიზიტია, პრაქტიკულად, ერთ წრეზე ვტრიალებთ, ერთსა და იმავე რეკომენდაციების გავცემთ და ერთსა და იმავე ტექსის დოკუმენტებს ვაქვეყნებთ, ამიტომ, შემაჯამებელი სახე მივეცით ამას, იმიტომ, რომ რაღაც მომენტიდან რაღაც არ იცვლება, რეკომენდაციით ჩათვლით, ამიტომ იმავე რეკომენდაციების გაცემას რაღაც ინტერვალებით დიდი აზრი არ აქვს. ეს არის მიზეზი იმისა, რომ ამას დავარქვით შემაჯამებელი", — აღნიშნა მან.

ამაზე ისაუბრა სახალხლო დამცველმა, ნინო ლომჯარიამაც. მისი განცხადებით, ის რეკომენდაციები, რომელიც ომბუდსმენმა გასცა, შესრულებული არ არის. ლომჯარიას თქმით, თუ ვითარება არსებითად არ შეიცვლება, ისინი ექსპრეზიდენტთან დამატებით ვიზიტს აღარ განახორციელებენ. თუმცა აქვე ომბუდსმენმა განმარტა, რომ ექიმთა კონსილიუმი მუშაობას არ წყვეტს და საჭიროების შემთხვავაში იმოქმედებენ.