დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

19 იანვრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 8 728 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 8 545, ხოლო გარდაიცვალა — 43 ადამიანი.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 63 605 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით — 33 350, ხოლო PCR-ით — 30 255.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 13,72%, ბოლო 7 დღის — 10,93%, ხოლო 14 დღის — 10,44%.

ქვეყანაში Covid-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 015 592-ს. ვირუსს ჯამში ემსხვერპლა 14 555, ხოლო გამოჯანმრთელდა 943 212 ადამიანი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 8 728 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 4 797 შემთხვევა;
  • აჭარა — 1 184;
  • იმერეთი — 859;
  • ქვემო ქართლი — 302;
  • შიდა ქართლი — 429;
  • გურია — 186;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი — 289;
  • კახეთი — 339;
  • მცხეთა-მთიანეთი — 176;
  • სამცხე-ჯავახეთი — 138;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 29.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 57 799, საიდანაც 4 386 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. მათ შორის, მძიმე პაციენტია 1 000, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე კი იმყოფება 280 ადამიანი.

1 896 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 51 517 კი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 43 ადამიანი.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: