ადვოკატებმა სააკაშვილის დაზარალებულად ცნობის მოთხოვნით პროკურატურაში განცხადება შეიტანეს
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა ექსპრეზიდენტის დაზარალებულად ცნობის მოთხოვნით პროკურატურაში განცხადება შეიტანეს. ერთ-ერთი ადვოკატის, ნიკა გვარამიას განცხადებით, სააკაშვილის წინააღმდეგ ადგილი ჰქონდა არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობას. მისივე თქმით, არ აქვთ ილუზია, რომ სააკაშვილს დაზარალებულად ცნობენ, ამიტომ მოუწოდა სახელმწიფო ინსპექტორს, გამოაქვეყნოს მის ხელთ არსებული ვიდეო მასალა, რაზეც ექსპრეზიდენტის თანხმობაცაა.
ადვოკატები სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიასა და სახელმწიფო ინსპექტორს, ლონდა თოლორაიას მოუწოდებენ, ამ საკითხზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ. გვარამიას თქმით, უმჯობესი იქნება საჯაროდ.
"ჩვენ ვიმყოფებით გენერალური პროკურატურის წინ, იმისათვის, რომ შევიტანოთ განცხადება, მოთხოვნა პროკურატურაში მიხეილ სააკაშვილის დაზარალებულად ცნობის თაობაზე, როგორც არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის მსხვერპლზე. პირველ რიგში ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ სრული წვდომა გვქონდეს ყველა მასალაზე, რომელიც არსებობს იმ უწყებაში, რომელიც გამოძიებას აწარმოებს ამ საკითხზე, ეს არის სახელმწიფო ინსპექტორი.
ჩვენ სახელმწიფო ინსპექტორთან გვაქვს გაცვლა-გამოცვლა მასალების, თუმცა არსებობს მასალები, რომლებზეც ხელი არ მიგვიწვდება. პირველ რიგში ეს არის ამ არაჰუმანური და არაადამიანური, უბრალო ენაზე რომ ვთქვათ წამების ამსახველი მთელი ვიდეო მასალა, სრული მარშრუტი — ჩასმა, გადმოყვანა, გზის მარშრუტი, გზაში რა ხდებოდა და ა.შ. ასევე მოვუწოდებ სახელმწიფო ინსპექტორს და სახალხო დამცველს, აღნიშნულთან დაკავშირებით დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია, სასურველი იქნება საჯაროდ", — თქვა გვარამიამ.
ადვოკატები ასევე ითხოვენ, რომ შეიქმნას ექსპერტთა ჯგუფი, რომელშიც მათი მხრიდან ჩართული იქნება ემპათიის წარმომადგენლები.
"ჩვენ ვითხოვთ საექსპერტო კვლევას და ვითხოვთ მხოლოდ ერთადერთი ფორმატით. ამ კვლევას ვერ ჩაატარებს მხოლოდ სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულება. იმთავითვე ჩვენ ვთქვით, რომ ეს უნდა იყოს პარიტეტულ საფუძველზე შედგენილი კომისია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა, არამედ კომისიური სახით ჩატარებული, სრული სამედიცინო ექსპერტიზა, რაც სომატურ გამოკვლევას ნიშნავს თავიდან-ბოლომდე. განსაკუთრებით ნევროლოგიურს. ასევე ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიურს. ჩვენ ვაპირებთ ჩვენი მხრიდან ექსპერტების დანიშვნას და ეს იქნება ცენტრი ემპათია და დანიშნოს სახელმწიფომაც თავისი ექსპერტები", — განაცხადა გავრამიამ.
2021 წლის 8 ნოემბერს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მისი და მისი ადვოკატების სურვილის საწინააღმდეგოდ რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ეს ინფორმაცია პენიტენციურმა სამსახურმა ერთი საათის შემდეგ დაადასტურა — მას შემდეგ, რაც რუსთავის ციხიდან აფრენილი ვერტმფრენი გლდანის ციხის თავზე გამოჩნდა. უფლებადამცველებმა, ოჯახის წევრებმა და ომბუდსმენმა ერთი საათის განმავლობაში არ იცოდნენ, სად იყო სააკაშვილი.
11 ნოემბერს პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა კადრები, რომლებშიც ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში ძალის გამოყენებით გადაჰყავთ. კადრების მიხედვით, სააკაშვილი სასწრაფო დახმარების მანქანიდან იძულებით გამოიყვანეს, ძალით შეიყვანეს შენობის დერეფნებსა და ლიფტშიც, კერძოდ, ფეხებსა და ხელებში ჩაავლეს ხელი, რა დროსაც ტანსაცმელი თითქმის გახდილი აქვს. ექსპრეზიდენტი ციხის საავადმყოფოს პალატაში უკვე წელზევით შიშველი შეიყვანეს და პირდაპირ იატაკზე დასვეს.
ამ ვიდეოს გამოქვეყნდებიდან რამდენიმე საათში პენიტენციურმა სამსახურმა მეორე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც მიხეილ სააკაშვილი უკვე გაჩერებულ სასწრაფო დახმარების მანქანაშია და ამბობს, რომ არ გადმოვა. ის რუსთავის ციხეში დაბრუნებას ითხოვს. უწყება აქამდე ამტკიცებდა, რომ სააკაშვილმა რუსთავის დაწესებულება თავისი ნებით დატოვა.
გადაყვანის კადრებამდე, პენიტენციურმა 7 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის 38-ე დღეს, გაავრცელა კადრები, სადაც, მათი მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილი "საკვებს იღებს". უწყებამ ვიდეოს გამოქვეყნება "მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით" ახსნა.
7 დეკემბერს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პენიტენციური სამსახური და იუსტიციის სამინისტრო დააჯარიმა. მათი გადაწყვეტილებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს სააკაშვილის კვების რაციონის შესახებ ინფორმაციის, "საკვების" მიღების და რუსთავის ციხის დატოვების კადრების გავრცელების გამო პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის 44-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრათ.
2022 წლის 11 იანვარს კი სასამართლომ სახელმწიფო ინსპექტორის მიერ იუსტიციის სამინისტროს დაჯარიმების გადაწყვეტილება გააუქმა. მათი განცხადებით, იუსტიციის მინისტრის განცხადება და სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის კვების რაციონისა და აუდიო-ვიდეო ჩანაწერების გასაჯაროების შესახებ ემსახურებოდა სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ლეგიტიმურ მიზანს და შესაბამისად პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მოთხოვნა არ დარღვეულა.
-
გადახედვაბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე ბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე
-
-
გადახედვასაქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე საქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე
-
გადახედვამასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს მასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს
-
გადახედვაახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს ახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს
-
-
გადახედვაროგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა როგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა
-
გადახედვავინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით ვინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით
-
გადახედვამამუკა ხაზარაძე: რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე — ან ევროპა ან რუსეთი მამუკა ხაზარაძე: რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე — ან ევროპა ან რუსეთი
-
გადახედვაინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი ინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი
-
-
გადახედვაფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ ფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ
-
-
გადახედვაახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს ახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს
-
გადახედვა2023 წელს შემცირდა ქორწინების, განქორწინების და შობადობის მაჩვენებელი — საქსტატი დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს 2023 წელს შემცირდა ქორწინების, განქორწინების და შობადობის მაჩვენებელი — საქსტატი დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს
-
გადახედვაკვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს კვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს
-
გადახედვაემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი ემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები ბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები
-
გადახედვაახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი ახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი
-
გადახედვა2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ 2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ
-
გადახედვაBlack Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ Black Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ
კომენტარები