შვილის სამეცადინოდ კარანტინში მასწავლებელივით გამოვეწყე — ქეით ბლანშეტი
ქეით ბლანშეტი დღეს ჰოლივუდში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და აღიარებული მსახიობია, რომელსაც მაყურებელი კარგად იცნობს ერთმანეთზე უფრო წარმატებული როლებით ფილმებში ბეჭდების მბრძანებელი, ქეროლი, ავიატორი და ბლუ ჟასმინი. მათ შორის ამ ბოლო ორი ფილმით ოსკარი ორჯერ მოიპოვა.
2020 წელს განვითარებულმა მოვლენებმა მას ერთი განსაკუთრებული როლის მორგებისკენაც უბიძგა, თუმცა, სამწუხაროდ, მის ნახვას ჩვენ ვერ შევძლებთ.
პანდემიის გამო დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად ქეით ბლანშეტის ოჯახიც გარკვეული პერიოდი მკაცრ იზოლაციაში იყო, რის გამოც მის 7 წლის შვილს, სახელად ედითს, სკოლის გაკვეთილებზე დასწრება დისტანციურად უწევდა.
შეცვლილი გარემოებების გამო ედითს მეცადინეობა უჭირდა, ამიტომ დედამისს განსაკუთრებული ხერხების გამოყენება მოუხდა.
"მეცადინეობის უფლებას იქამდე არ მაძლევდა, სანამ მისი მასწავლებელივით არ ჩავიცვამდი და ხმასაც ისევე არ დავიყენებდი. თანაც მხოლოდ ჩემს შვილს კი არა, მისი სათამაშო ცხოველების არმიასაც ვასწავლიდი", — სიცილით იხსენებს ქეით ბლანშეტი.
52 წლის მსახიობი ოთხი შვილის მშობელია და მისი თქმით, სახლში მეცადინეობის გამოცდილებამ მან მასწავლებლების შრომა უფრო მეტად დააფასებინა.
"სახლში გატარებულმა იმ პერიოდმა დამანახა, რა საოცრებებს სჩადიან მასწავლებლები. ლამის წარმოუდგენელია, ხშირად სრულიად გულგრილი 30 მოსწავლის წინაშე კლასში წარსდგე და ისინი შუა საუკუნეების ისტორიით დააინტერესო".
ქეით ბლანშეტის მონაწილეობით სულ მალე გამოვა გილერმო დელ ტოროს ახალი ფილმი Nightmare Alley (კოშმარების ხეივანი), რომელშიც მასთან ერთად ასევე მონაწილეობენ ბრედლი კუპერი, რუნი მარა და ტონი კოლეტი.
ეს გილერმო დელ ტოროს პირველი ფილმია მას შემდეგ, რაც მისი Shape of Water (წყლის ფორმა) ოსკარებზე საუკეთესო კინოსურათად დასახელდა.
რაც შეეხება კოშმარების ხეივანს, ის ამერიკელი მწერლის უილიამ ლინდსი გრეშემის 1946 წელს გამოქვეყნებულ ამავე სახელწოდების რომანს ეფუძნება, რომლის სიუჟეტიც 40-იან წლებში ვითარდება და ქეით ბლანშეტი მასში ფსიქოანალიტიკოსის როლით მოგვევლინება.
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
კომენტარები