ევროპარლამენტის ახალ პრეზიდენტად მალტელი პოლიტიკოსი, ევროპის სახალხო პარტიის კანდიდატი, რობერტა მეცოლა აირჩიეს. მეცოლას 458-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა მხარი.

ის ბოლო 20 წლის განმავლობაში პირველი ქალი პრეზიდენტია, ხოლო ევროპარლამენტის ისტორიაში, რიგით მესამე. მეცოლა მალტის ნაციონალისტურ პარტიას წარმოადგენს. ის ევროპარლამენტის წევრი 2013 წლიდან არის.

11 იანვარს ევროპარლამენტის პრეზიდენტი, დავიდ სასოლი გარდაიცვალა. თუმცა ახალი პრეზიდენტის არჩევა მის გარდაცვალებას არ უკავშირდება — სასოლის პოსტზე ყოფნის ვადა იანვარის ბოლოს ეწურებოდა.