საქართველოს ბანკის სტუდენტურ პროგრამა ლიდერატორზე მიღება დაიწყო
საქართველოს ბანკის სტუდენტურ პროგრამა ლიდერატორზე მეექვსე ნაკადის მიღება დაიწყო, რომლის ფარგლებშიც 100 საუკეთესო სტუდენტის დასაქმება იგეგმება. წელს ბანკი III-IV კურსის სტუდენტებსა და ბაკალავრიატის ახალ კურსდამთავრებულებს 15 პროგრამას სთავაზობს, რაც მათ ბანკის 45 დეპარტამენტში სამუშაო გამოცდილების მიღების შესაძლებლობას მისცემს. პროექტი 2017 წლიდან ხორციელდება, დასრულებული პროგრამების მონაწილეთა 95%-მა კი საქართველოს ბანკში განაგრძო კარიერა.
ლიდერატორში ჩართული სტუდენტების მუდმივ განვითარებაზე ზრუნვა სხვადასხვა პროფესიული, სამუშაო საჭიროებებზე მორგებული ტრენინგებითა და პროფესიონალი მენეჯერების მიერ გაწეული ინდივიდუალური მენტორინგით მიმდინარეობს. პროგრამა ანაზღაურებადია და მაქსიმალურადაა მორგებული სტუდენტების აკადემიურ გრაფიკს.
აღსანიშნავია, რომ წელს პროექტს სამი ახალი პროგრამა დაემატა: რისკების მართვა, რაოდენობრივი მოდელების ანალიტიკა, პრემიუმ ბანკინგი და საბროკერო საქმე.
რეგისტრაცია უკვე დაიწყო და ის 6 თებერვლამდე გაგრძელდება. თითოეული პროგრამის უკეთ გასაცნობად და განაცხადის შესავსებად ეწვიეთ ბმულს.
ლიდერატორის მთავარი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ის სტუდენტებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, 1 წლის მანძილზე, როტაციის პრინციპით, სხვადასხვა მიმართულებით არაერთ პოზიციაზე დასაქმდნენ. ეს კი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ბანკის ფუნქციონირების 360°-ით დანახვას და კონკრეტული მიმართულებებისა და პროფესიის შესახებ სრულყოფილი ხედვის ჩამოყალიბებას. ლიდერატორი სტუდენტებისთვის შესაძლებლობაა, იპოვონ მათ ინტერესებზე მორგებული პროგრამა და სფეროს პროფესიონალების დახმარებით, თეორიული ცოდნა პრაქტიკულ გამოცდილებად გარდაქმნან. საქართველოს ბანკი აქტიურად აგრძელებს ამ და სხვა პროექტებით ახალგაზრდების მხარდაჭერას. ჩვენი მიზანია, კიდევ უფრო მეტი სტუდენტის პროფესიულ განვითარებას და დასაქმებას შევუწყოთ ხელი მათი კარიერული განვითარების საწყის ეტაპზე", — აცხადებს საქართველოს ბანკის ტალანტების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი, ნუცა კაციტაძე.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები