ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ომიკრონით ინფიცირებული ადამიანების უმეტესობა ვაქცინირებული იყო და ჰოსპიტალიზაცია მათ მინიმალურ ნაწილს დასჭირდა. გაბუნიას თქმით, ეს მიუთითებს, რომ ომიკრონის წინააღმდეგ ვაქცინა ეფექტურია, განსაკუთრებით მძიმე შემთხვევის თავიდან აცილებისთვის.

"ომიკრონით დადასტურებული პირების დიდი ნაწილი იყო ვაქცინირებული. ვაქცინირებულებში ჰოსპიტალიზაციის ნაწილი მინიმალურია, პრაქტიკულად არ არის, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ომიკრონის წინააღმდეგაც ვაქცინაციის ეფექტურობა მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ჰოსპიტალიზაციის და მძიმე შემთხვევების თავიდან აცილების კუთხით", — განაცხადა მან.

მინისტრის მოადგილის თქმით, ამ დროისთვის ლაბორატორიულად ომიკრონის 1200-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული და მათგან ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა მხოლოდ 14-ს, რაც დაბალი მაჩვენებელია.